სუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმი - რა განსხვავებაა მათ შორის?

Загрузка...

ზოგი ფიქრობს, რომ ოდეკოლონსა და "სუნამოებს" შორის განსხვავება მხოლოდ კოლოფის ზომა და ფასია. სახელწოდებები აღწერს არომატულ განსხვავებებს, ზეთის შემცველობას, სპირტსა თუ წყალში გაზავების პროპორციებს.

OXOTV-ის რედაქცია დღეს ამ საკითხში სრულად გაგარკვევთ.

Eau Fraiche - არომატის ყველაზე გაზავებული ვარიანტი. როგორც წესი, 1 — 3% პარფიუმერული ზეთი გაზავებულია სპირტში, დანარჩენი კი წყალია. არომატი საათზე ნაკლებს გასტანს.

ოდეკოლონი - ეს, ძირითადად, მამაკაცის არომატებია. როგორც წესი, მკვეთრი, ახალი და ხილის. ოდეკოლონში 2-4% არომატი გაზავებულია სპირტში, დანარჩენი კი წყალია. არომატი 2 საათამდე გასტანს.

სუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმი - რა განსხვავებაა მათ შორის?

ტუალეტის წყალი - ჩვეულებრივ, 5 — 15% ზეთის სპრეია, სპირტში გაზავებული. არომატი დაახლოებით 3 საათი გასტანს.

სუნამო - გამოიყენება როგორც ქალის, ისე მამაკაცის არომატის აღსანიშნავადაც. შეიცავს 15-20% სუფთა პარფიუმერულ ზეთს, დანარჩენი კი წყალია. არომატი 8 საათამდე გასტანს.

პარფიუმი - კლასიკური ლათინური სიტყვისგან fumum(კვამლისგან) წარმოდგება. სხვა ყველასთან შედარებით, ძვირია. ოდნავ სქელი პარფიუმი, ძალიან ჰგავს სუნამოს, თუმცა შეიცავს 20 — 30% პარფიუმერულ ზეთს. არომატი 24 საათამდე გასტანს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები