მანიკური, რომელიც ფრჩხილის ნებისმიერ ფორმას და ლაქის ნებისმიერ ფერს უხდება
სტილისტებმა მომავალი გაზაფხულისთვის ეს სტილი მთავარ ტრენდად დაასახელეს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, იგი მოგიხდებათ იმის მიუხედავად, თუ ფრჩხილის რომელი ფორმით დაგაჯილდოვათ ან რა ფერის ლაქები მოგწონთ.
დიახ, არ ცდებით, ეს ეხება მატეს ვარიაციებს, რომელმაც მოდის სამყარო დაიპყრო და პოზიციას არ თმობს. ნეილ-არტის წამყვანი ოსტატების დახმარებით, OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მარტივ სახელმძღვანელოს იმისათვის, რომ ამ გაზაფხულს მოდურად გამოიყურებოდეთ.
- მოკლე ფრჩხილები მსუბუქი კვადრატის ფორმით

თამამად აირჩიეთ შავი ლაქი - იგი დახვეწილად, მოდურად და თანმიმდევრულად გამოიყურება.

მოდური მატე ხორცისფერი გამოკვეთს თქვენი თითების სიგრძეს და ვიზუალურად შეამსუბუქებს ფრჩხილებს.

მუქი ბორდოსფერი ან ღვინისფერი ლაქი და შუაში თხელი ოქროსფერი ზოლი ოპტიკურად აგრძელებს ფრჩხილებს და ფორმას უფრო ჰარმონიულს ხდის.

ამ სიგრძის ფრჩხილები იდეალურია პასტელურ ფერებთან სათამაშოდ. თუ უფრო მკაცრი სტილის მანიკური მოგწონთ, შეარჩიეთ ორფეროვანი დაფარვა.

ბაზურ მატე ფერზე გადაუსვით პრიალა ლაქი, იმავე ტონში. გამოგივათ თავშეკავებული, თუმცა თამამი მანიკური.

თქვენს ფრჩხილებს ვიზუალურად გააფართოებს მეტალიზებული სტიკერები ან ლაქი-მეტალიკა.

მატე ლაქებით დახატული გეომეტრიული პრინტები თქვენს ფრჩხილებს პრაქტიკულად შეუდარებელ ოვალურ ფორმას მიანიჭებს.
მკითხველთა შთაბეჭდილებები