მოიშორეთ ჩაზრდილი თმები საშინაო პირობებში ამ მარტივი და ეფექტური ხერხით

Загрузка...

ჩაზრდილი თმა - თმის ზრდის ცვლილებაა, რომლის დროსაც თმა იზრდება კანქვეშ, საწინააღმდეგო მიმართულებით. მან, შესაძლოა, გაღიზიანებები გამოიწვიოს და საკმაოდ პრობლემატურად იქცეს.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარების არაჩვეულებრივ ხერხს საშინაო პირობებისითვის:

თაფლისა და მარილის სკრაბი
შეურიეთ ½ ზღვის მარილი და ½ თაფლი, ფრთხილად დაიმუშავეთ სკრაბით დაზიანებული ადგილი შხაპის მიღების დროს. შემდეგ ჩამოიბანეთ რბილი და არაგამაღიზიანებელი საპნით.

ავოკადოს, ნუშისა და შვრიის ფქვილის სკრაბი
¾ ჭიქა შვრიის ფაფა, 1/3 ჭიქა ნუში და 1 ავოკადო დააბლენდერეთ, ამ სკრაბით დაიმუშავეთ მშრალი კანი წრიული მოძრაობებით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილო წყლით.

მოიშორეთ თმები უსაფრთხოდ
დეზინფექციისთვის ჩაალბეთ პინცეტი სპირტში, გაიწმინდეთ კანი ცხელ წყალში ჩალბობილი ქსოვილით. როცა კანი დარბილდება, მოიშორეთ ჩაზრდილი თმები პინცეტით. შემდეგ დაიტანეთ ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი, რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ყოველდღე.

თაფლი და ასპირინი
ასპირინი შეიცავს სალიციუმის მჟავას, რომელსაც კანის დატენიანება შეუძლია, რაც ამარტივებს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას. იმისათვის, რომ ჩაზრდილი თმები დაამუშავოთ, დაგჭირდებათ დანაყული 3 ტაბლეტი ასპირინისა და 1 ჩ/კ თაფლის შერევა. გააკეთეთ პასტა და დაიტანეთ იგი დაზიანებულ ადგილას, გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

საკვები სოდის პასტა
შურიეთ წყალი და საკვები სოდა პასტის კონსისტენციამდე და დაიტანეთ იგი წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ პასტა წყლით და დაიტანეთ ქოქოსის ზეთი კანის დასარბილებლად.

კანი პარსვამდე 1-2 დღით ადრე უნდა გაიწმინდოთ. ჩაზრდილი თმების გაჩენის მთავარი მიზეზი დიდი რაოდენობით კანის მკვდარი უჯრედია, რომელიც ბლოკავს ფორებს და ხელს უშლის თმას ამოსვლაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები