დეკოლტესა და კისრის არეში ნაოჭების მოშორების ნატურალური საშუალება

Загрузка...

ყოველ ჯერზე, როცა გარდერობში შევიხედავთ ტანსაცმლის შესარჩევად, ამა თუ იმ ტანსაცმელს გვერდზე ვდებთ ერთი მიზეზით: დეკოლტესა და კისრის არეში გაჩენილი ნაოჭების გამო.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ კარგი ძილი და ძალების აღდგენა გვჭირდება ჩვენი სხეულის სიჯანსაღისთვის. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა პოზა, რომელსაც ძილის დროს ვიღებთ, ნაოჭებს აჩენს. ბალიშში ჩარგული სახე, გვერდზე ან სახის მხარით წოლა ტოვებს კვალს, რომელიც დროებითი გვგონია, დროთა განმავლობაში კი ჯდება ჩვენს კანში და აღარ ტოვებს მას.

ძილის სწორი პოზაა სახით ზემოთ, ოდნავ გვერდზე, რათა დატვირთვა სახის ან კისრის კანზე არ აღმოჩნდეს.

სახისა და კისრის კანის კიდევ ერთი მტერი მზეა. იგი ტოვებს კვალსა და ლაქებს, აშრობს კანს, რაც ნაოჭების გაჩენას იწვევს. არ გახვიდეთ მზეზე დაუცველად.

თუმცა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნაოჭები, ადრე თუ გვიან, გაჩენას იწყებენ და, გარდა იმისა, რომ შეგვიძლია ზოგიერთი მავნე ჩვევის დავიწყება, გვაქვს საშუალება მივმართოთ საშინაო მეთოდებსაც მათ მოსაშორებლად.

უნდა გახსოვდეთ, რომ კისრის კანი თხელია და მარტივად ზიანდება. აუცილებელია მისი მუდმივი დატენიანება. ეს საშინაო ხრიკი დაგეხმარებათ სხეულის ამ მონაკვეთის გაახალგაზრდავებაში და თქვენ არ მოგიწევთ საყვარელი ტანსაცმლის გადაყრა, რადგანაც აუცილებლად შეძლებთ მათ ტარებას.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ნაოჭების მოსაშორებელ ნიღბებს, რომელთა დამზადებაც სახლში იმდენჯერ შეგეძლებათ, რამდენჯერაც მოისურვებთ.

ბანანი და ვარდის წყალი: მწიფე ბანანი შეიცავს უამრავ ნივთიერებას კანის ელასტიურობის აღსადგენად. გააკეთეთ პიურე მწიფე ბანანისგან და შეურიეთ ერთი კოვზი ვარდის წყალი ან მოცხარის ეთერზეთი. წაისვით კისერზე და გაიჩერეთ 30 წუთი და მოიშორეთ დიდი რაოდენობით წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ.

ლუდის საფუარის ნიღაბი: მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ და რომელიც კანს ჯანმრთელობას უკარგავს, არის კოლაგენის წარმოქმნის შემცირება. ეს ნაოჭების გაჩენასა და კანის გაუწყლოებას იწვევს. ამ ნიღბის წყალობით, თქვენ შეძლებთ კოლაგენის გამოყოფის სტიმულირებას. შეურიეთ მაწონი ერთ ს/კ ხორბლის ჩანასახსა და ამდენივე ლუდის საფუარს. კარგად შეურიეთ და გაიჩერეთ კისერზე სრულ გაშრობამდე. პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ კვირაში და შეაფასეთ შედეგი რამდენიმე პროცედურის შემდეგ.

დამატებითი რჩევები:
გარდა იმისა, რომ მზეს უნდა მოერიდოთ და სწორად უნდა გეძინოთ, ნაოჭების "გადასადებად" შეგიძლიათ შემდეგი ჯანმრთელი ჩვევებიც შეიმუშავოთ:
  • თავი აარიდეთ მზეს დაცვის გარეშე და მისი მაღალი აქტივობის საათებში;
  • მიირთვით ჯანსაღი საკვები - ხილი და ბოსტნეული;
  • ნუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით წითელ ხორცს;
  • შეამცირეთ რაფინირებული ფქვილის რაოდენობაც თქვენს რაციონში;
  • ამოიღეთ რაციონიდან არაჯანსაღი საკვები, რადგან იგი სავსეა ტოქსინებით, რომლებიც ორგანიზმში გროვდება და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები