მამაკაცმა საცოლეს იაფფასიანი ბეჭედი უყიდა და, აი, რა მოხდა შემდეგ

Загрузка...

კევინ და არიელ მაკრეები ორ წელზე მეტხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ დაქორწინებას გადაწყვეტდნენ. იმ მაღაზიის გამყიდველმა, რომელშიც ეს წყვილი ბეჭედს ყიდულობდა, ბეჭედს საცოდაობა უწოდა.

"ქმართან ერთად საკმაოდ ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ. ვზოგავთ ფულს, რათა გადასახადები გადავიხადოთ და თავი გავიტანოთ. ერთხელაც გადავწყვიტეთ, რომ მეტს ვეღარ მოვითმენდით და დაქორწინება გადავწყვიტეთ." - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე არიელი.

"ბეჭდებზე საერთოდ არ ვფიქრობდი, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ კევინი ჩემთან ერთად იქნებოდა და ჩვენ უკვე ოფიციალურად ვიქნებოდით ცოლ-ქმარი, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ წყვილი ბეჭდები ეყიდა Pandora-სგან, 150 დოლარად.

მამაკაცმა საცოლეს იაფფასიანი ბეჭედი უყიდა და, აი, რა მოხდა შემდეგ

სანამ ბეჭედს ვყიდულობდით, გვერდით მდგომი გამყიდველი მოვიდა შეფუთვის მოსატანად და თქვა: წარმოგიდგენია? ამას ვიღაც ქორწინებისთვის ყიდულობს. ნამდვილი საცოდაობაა!

დავინახე, როგორ შეეცვალა ჩემს ქმარს სახე და იფიქრა, რომ ჩემი ბედნიერებისთვის საკმარისს ვერ აკეთებდა. ეგონა, რომ იაფფასიანი ბეჭდების გამო არ გავყვებოდი ცოლად.

იცით, ამ მამაკაცს ცოლად იმ შემთხვევაშიც კი გავყვებოდი, თუ 25-ცენტიან უბრალო ბეჭედს მაჩუქებდა. როდის გადაეჩვევა ჩვენი ხალხი იმ აზრს, რომ მამაკაცებს ყველა ქალი იმისთვის არ მიჰყვება ცოლად, რომ ძვირადღირებული სამკაულები უყიდოს და საზოგადოდ დაუმტკიცოს მისი გრძნობები.

მთავარი ბეჭედი კი არა, ის სიყვარულია, რომელმაც ბეჭდის ყიდვის სურვილი აღუძრა ადამიანს.

ჩემი ქმარი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ფიქრობდა, 130-დოლარიანი ბეჭდის ყიდვის შემდეგ მე მას ცოლად არ გავყვებოდი. თუმცა, მე მის გვერდით ვარ, დაქორწინებული ჩემს საყვარელ ადამიანზე და იმაზე მეტად ვარ ბედნიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ."

მკითხველთა შთაბეჭდილებები