ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყოველთვის "არა" უნდა უთხრათ
ხანდახან, ჩვენ საშინელ იმედგაცრუებას განვიცდით გულითადი დამოკიდებულების გამო. OXOTV-ის რედაქცია ამ მასალაში წარმოგიდგენთ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც ყოველთვის "არა" უნდა უპასუხოთ.
ვერძი: უთხარით არა თევზებს
თავი შორს დაიჭირეთ თევზებისგან, თუ არ ხართ ვალდებული მათთან ურთიერთობისა. ვერძი თევზების 1%-საც კი ვერ აიტანს. მგრძნობიარე თევზები ყოველთვის მოითხოვენ თქვენგან ემოციებს ურთიერთობაში. თუმცა, დაკარგავთ თუ არა დროს იმ მოთხოვნაზე, რომლისგანაც აქამდე ასე შორს გეჭირათ თავი?
კურო: უთხარით არა ტყუპებს
თუ არ გინდათ, რომ თქვენს სტაბილურობას დაემშვიდობოთ, მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი ტყუპებისგან. თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ მისი თავისუფლებამოყვარული ხასიათის ატანა.
ტყუპები: უთხარით არა ქალწულს
ნამდვილად გსურთ წესრიგისა და დისციპლინის ბორკილები დაგედოთ? თუ არა, მაშინ ნებისმიერ ფასად მოერიდეთ ქალწულთან ურთიერთობას. თქვენ თავისუფლება გწყურიათ, პერფექციონისტი ქალწული კი ამის უფლებას არ მოგცემთ.
კირჩხიბი: უთხარით არა თხის რქას
თხის რქა ვერასდროს გაიგებს თქვენს ემოციებს. თქვენ ძალიან მგრძნობიარე სული გაქვთ და ვერ გადარჩებით იმ ოკეანეში, რომელშიც ემოციური ტალღები არაა.
ლომი: უთხარით არა სასწორს
თქვენ გაქვთ ეგო და სიამაყე, რომელთაც ვერაფერს მოუხერხებთ. ეს თქვენი ბუნებაა. თქვენ მეტისმეტად მომთხოვნი და არაპროგნოზირებადი ხართ. მშვიდ სასწორებს არ მოსწონთ ასეთი ურთიერთობა და ტრაბახი. ასე, რომ უმჯობესია, მათგან თავი შორს დაიჭიროთ.
ქალწული: უთხარით არა მშვილდოსნებს
თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსანი არ გაგაჩერებთ ერთ ადგილას და გაიძულებთ, გამოსცადოთ ყველაფერი ახალი, მიუხედავად იმისა, თუ რა გსურთ თქვენ. თქვენ უფრო მეოჯახე ადამიანი ხართ, ამიტომაც, გირჩევნიათ, მოერიდოთ არაპროგნოზირებად მშვილდოსნებს.
სასწორი: უთხარით არა კირჩხიბს
თქვენ ტკბებით საფრთხისშემცველი მომენტებით, თუმცა გაქვთ საკუთარი საზღვრები. კირჩხიბი ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობს და მასთან თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ვინაიდან თქვენ მოგწონთ მშვიდობა და სტაბილურობა.
მორიელი: უთხარით არა ლომს
თქვენს შემთხვევაში, საუბარია "მსგავსი ძალებისგან განრიდება". მომხიბვლელი და თავდაჯერებული წყვილიდან არც ერთი წავა კომპრომისზე და არც - მეორე. მუდმივად საკუთარ იდეოლოგიებს დაიცავთ.
მშვილდოსანი: უთხარით არა კუროს
თქვენი მოხეტიალე ცხოვრების სტილი ნამდვილად არ მოეწონება სტაბილურობის მოყვარულ კუროს, რადგან თქვენი ცხოვრების სტილები ორ უკიდურესობას წარმოადგენს. თქვენ ვერ შეეწყობით ერთმანეთს, ამიტომაც გირჩევთ, თავი შორს დაიჭიროთ კუროებისგან.
თხის რქა: უთხარით არა ვერძს
რა ხდება, როცა ორი უკიდურესად ჯიუტი ადამიანი ხვდება ერთმანეთს? აფეთქება! სწორედ ასე ხდება თხის რქასა და ვერძს შორის. არც ერთი არ დათმობს თავის პოზიციას! ვერძს კი არ შეუძლია თხის რქისთვის აუცილებელი კონფიდენციალურობის შენარჩუნება.
მერწყული: უთხარით არა მორიელს
მორიელი - ეს თქვენი სრული საწინააღმდეგო მხარეა. შესანიშნავ, უცნაურ და გულახდილ მერწყულს მორიელი ვერასდროს გაუგებს ამ თვისებებს და იგი ამას უარყოფითად მიიღებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერწყულს ცუდი არაფერი უფიქრია.
თევზები: უთხარით არა მერწყულს
ვინაიდან ორივე ემოციებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენ უფრო სტაბილური პარტნიორი გჭირდებათ. როგორც პარტნიორები, თქვენ ერთმანეთს სტაბილურობის ბედნიერებას ნამდვილად ვერ მიანიჭებთ.
მკითხველთა შთაბეჭდილებები