რატომ გიწევთ შარდვა ყოველთვის? ხშირი შარდგამოყოფის 11 შესაძლო მიზეზი

Загрузка...

ზოგიერთ ჩვენგანს უწევს ხშირ შარდვასთან ბრძოლა. მუდმივი შარდვის მოთხოვნილება მხოლოდ უხერხული კი არა, ძალიან შემაწუხებელიცაა. თუმცა, დისკომფორტის გარდა, ხშირი შარდვა შესაძლოა უამრავი დაავადების სიმპტომიც იყოს.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ხშირი შარდვის 11 შესაძლო მიზეზს:

1. საშარდე გზების ინფექცია
თუ ხშირად შარდვის მოთხოვნილებას თან ახლავს გაციება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი შარდვის დროს, შესაძლოა, თქვენ საშარდე გზების ინფექცია გქონდეთ. ინფექცია ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერიამ საშარდე გზით თქვენს ორგანიზმში შეაღწია. ეს არაა საშიში პათოლოგია და მარტივად იკურნება ანტიბიოტიკების კურსის საშუალებით.

2. ჭარბი სითხის მიღება
ჩვენ ირგვლივ ადამიანები მუდმივად მოგვიწოდებენ სითხის მიღებისკენ. წყალი თქვენს ორგანიზმში პროცესებს არეგულირებს და კანსაც ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მაშინ, როცა ყველა წყლის დალევისკენ მოგვიწოდებს, არავინ გვეუბნება, როდის უნდა გავჩერდეთ. მართალია, წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა არაა რეკომენდებული საათში 280 გრამზე მეტი რაოდენობით წყლის მიღება. მოცემულ ოდენობაზე მეტი წყლის მიღება შესაძლოა ხშირი შარდვის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს.

3. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი
33 მილიონამდე ამერიკის მაცხოვრებელი ამ პრობლემით იტანჯება. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა შარდის ბუშტში არსებული ნერვები კონტროლს აღარ ექვემდებარება. როგორც წესი, იგი ასაკში შესვლასთან ერთად იჩენს თავს. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების შემდეგ გამოირკვა, რომ ამ პათოლოგიით დაავადებულთა მეოთხედის ასაკი 35 წელს არ აღემატება.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს თქვენ მუდმივი გრძნობა გაქვთ მოშარდვის საჭიროებისა მიუხედავად იმისა, რომ შარდის ბუშტში არაა დიდი რაოდენობით სითხე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორი გზა არსებობს - მედიკამენტოზური მკურნალობა ან შარდის ბუშტის ბოტოქსი.

4. პათოლოგიური შიშის მდგომარეობაში ხართ
მუდმივ ან დროებით შიშის მდგომარეობაში ყოფნაც იწვევს გარკვეულ ურინარულ ცვლილებებს. ბუნებრივად ნერვული ხასიათი ან პათოლოგიური შიში საპირფარეშოსთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემას შეგიქმნით.
ჩვეულებრივ, შარდის ბუშტი იზრდება მანამ, სანამ არ გაივსება, ბოლოს კი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ უნდა მოშარდოთ. შემდეგ ადამიანი ჩვეულებრივ მიდის საპირფარეშოში ან ხელსაყრელ ადგილას, ხოლო ამ მდგომარეობაში ყოფნისას შარდის ბუშტი გამუდმებით აძლევს ტვინს სიგნალს და ადამიანი უფრო მეტად ვარდება პანიკაში.
ამ პრობლემის დაძლევა რამდენიმე ნაბიჯის გავლით შეგეძლებათ. სტრესის დონის შესამცირებელ მეთოდებს კი მიეკუთვნება მედიტაცია, რალქსაციის ტექნიკები და იოგა.

5. დიაბეტი
დიაბეტის ორივე ტიპს შეუძლია შარდვის პრობლემები გამოიწვიოს. დიაბეტის ქონის დროს, ადამიანი შარდის გზით გლუკოზისგან თავისუფლდება, ასე, რომ არამხოლოდ ხშირად, არამედ ბევრსაც შარდავს. ამასთან, დიაბეტიკები უფრო მეტ წყალს სვამენ, რაც უკვე სითხის ჭარბ მიღებაში გადაიზრდება. დიაბეტი სხვა პათოლოგიებთანაცაა დაკავშირებული და, სწორედ ამიტომ, რეგულარულად უნდა გაიაროთ შემოწმებები.

6. პროსტატის პრობლემები
გადიდებული პროსტატა იწვევს შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გაზრდილი პროსტატა აწვება შარდსაწვეთსაც და იწვევს მტკივნეულ შარდვას. ეს იწვევს შარდის ბუშტისგან სიგნალებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ მცირე რაოდენობით სითხეა.

გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები