რომელი სულიერი ჭრილობისგან უნდა გათავისუფლდეთ? აირჩიეთ ერთი კარტი და მიიღეთ პასუხი

Загрузка...

როცა სულიერ ჭრილობებზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც იმ ტკივილს, რომელიც სხვებმა მოგვაყენეს. ჩვენც ვატარებთ ემოციურ პრობლემებსა და შეზღუდვებს. არსებობს ისეთი აზრები, რომლებიც ტკივილს გვაყენებს. შეიგრძენით საკუთარი ემოციები და ისწავლეთ მათი მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ იქნებით ის ადამიანი, რომელიც რეალურად ხართ.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, თუ რომელი სულიერი ჭრილობა უნდა მოიშუშოთ.

1. ჭრილობა, რომელსაც ჯერ კიდევ ატარებთ, არის ცხოვრებისგან უარყოფა. შესაძლოა, როცა პატარა იყავით, ფიქრობდით, რომ ყურადღებას არ გაქცევდნენ, რომ მიგატოვეს.
იყო თუ არა ეს ასე, დროა, თავი ცხოვრების ნაწილად იგრძნოთ და გაიგოთ, რომ ყველაფერზე გაქვთ უფლება, რაც თქვენია. ერთ დღეს გაიღვიძებთ და მიხვდებით, რომ ძალიან ბევრს უყვარხართ, და რომ სამყარო თქვენს ფერხთაა.

2. უსამართლობა არის ის ღრმა ჭრილობა, რომელიც ხშირად იჩენს თავს თქვენს ცხოვრებაში და არ გაძლევთ უფლებას, იყოთ 100%-ით ბედნიერი ადამიანთან, რადგანაც მალე მკაცრი და დამოუკიდებელი ხდებით, არ გინდათ კიდევ ერთი წარუმატებლობის ატანა. კარგი იქნებოდა, ამ ჭრილობისგან თუ გათავისუფლდებოდით - ასე შეძლებთ იმის მიხვედრას, რომ შესანიშნავი ადამიანი ხართ და ყველას ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ. უნდა გესმოდეთ, რომ წარუმატებლობა და შეცდომების დაშვება უფრო ადამიანურს გვხდის და გვახვედრებს, რომ რაც გვაქვს, ეს ისაა, რაც დავიმსახურეთ.

3. ღალატია ის ჭრილობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩქეფს თქვენს სულსა და გულში. იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს, დაგჭირდებათ სამართავი და თავდასაცავი ინსტრუმენტები. აკონტროლეთ ნებისმიერი სიტუაცია, რათა ვერავინ შეძლოს თქვენი წყენინება. გაიგეთ, რომ აღარ გჭირდებათ დაცვა. უკვე აღარ ხართ ის ადამიანი, რომელსაც უღალატეს - თქვენ გაიზარდეთ და ბევრი რამ ისწავლეთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები