დაავადებათა 66%-ს საკვები კურნავს! დღეგრძელობის საიდუმლო ცნობილი გენეტიკოსისგან

Загрузка...

პროფესორი ქრისტო მემერსკი ათი წიგნის ავტორი ბულგარელი გენეტიკოსია, რომელიც ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს. თავისი კურსი ჩაატარა 63 ქვეყნის 200 უნივერსიტეტში. დოქტორი ამტკიცებს, რომ ჩვენ შეგვიძლია დაავადებების უმეტესობის თავიდან აცილება და გამოწვევაც კი, საკვები პროდუქტების სწორად შერჩევით.

OXOTV-ის რედაქცია ცნობილი გენეტიკოსის რჩევებს გთავაზობთ:

დაბერების შესახებ
სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. პროფესორის თქმით, ჩვენ თვითონ ვიწვევთ მას საკუთარი საკვები ქცევებით. მსოფლიო მოსახლეობის 70% სწორედ საკვები პროდუქტის არასწორი შერჩევის გამო იღუპება. დიაბეტი, წყლული, ინფარქტი, ინსულტი და კიბოს სხვადასხვა სახეობები სწორედ ცივილიზაციის შედეგია.

პროდუქტები, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებს
საკმარისია მარტივი კვებითი წესების შედგენა, რომ სიბერე "გადავდოთ". უბრალოდ არავითარი ნორმის გადაჭარბება და ყველაფერი ცოტ-ცოტა. პროფესორმა გამოყო რამდენიმე პროდუქტი სიბერის შესანელებლად. მათი ძირითადი ნაწილია ბოსტნეული, ხილი, მაწონი, რძე და ღვინო.

დიახ, ღვინო, ნამდვილი და მცირე ოდენობით. საფრანგეთში ხორცის წითელი ღვინით მორწყვის ტრადიციაა. მათი ჟანი 10 წლით უფრო დიდ ხანს ცოცხლობს, ვიდრე ჯონი დიდი ბრიტანეთიდან.

პირველ ადგილზე დგას ნამდვილი მაწონი, რომელიც ბულგარული ბაქტერიული ჯოხისგან კეთდება. მშრალი რძის მაწონი საფუარით არავითად სარგებელს არ მოგიტანთ. ნატურალური პროდუქტი უფრო მარტივად ასათვისებელ საკვებს ეწოდება. იგი ხელს შეუშლის კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს, აჩერებს ოსტეოპოროზის განვითარებას.

ორგანიზმის გაწმენდისა და გახდომისთვის ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი
500 გრამ მაწონს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, ვაშლის ძმრის 1 ს/კ, 1 ჩ/კ დარიჩინი და პროპოლისის 40%-იანი ნაყენის 40 წვეთი. დესერტის გამრავალფეროვნება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ - მოცვის, თხილის, ბანანის დამატებით. კენკრა და თხილი 1 მუჭა, ბანანი კი არაუმეტეს მეოთხედისა.

ამ სასიამოვნო გემოს მქონე დესერტის მიღება შეგიძლიათ საუზმესა და ვახშამზე. თუ ამ დესერტს ყოველ 2 საათში 1 ჩ/კ-ს 20 დღის განმავლობაში მიიღებთ, შეამჩნევთ, როგორ დაგიწვრილდათ წელი, გაგიცოცხლდათ თმები, მოგემატათ ენერგია და სიმხნევე.

ნატურალური ვიტამინები სილამაზისთვის
სილამაზისთვის საუკეთესო ვიტამინები სტაფილოსა და ნივრის სალათშია. აზერბაიჯანში ჩაატარეს ექსპერიმენტი ნივრის გენიალურ შესაძლებლობებზე. ერთ ჭიქაში ჩაასხეს წყალი 80 დაავადების გამომწვევი მიკრობებით, მეორეში კი ნიორი ჩადეს და ჭიქები ერთად დაალაგეს. რამდენიმე საათში მიკრობები გაქრნენ - ნიორმა ისინი დისტანციურად დახოცა.
მსგავსი თვისებები აქვს პროპოლისს. იგი კლავს გრიპის ვირუსებს, ებრძვის გასტრიტს, კოლიტს, დისბაქტერიოზს, იდეალურია კიბოსსაწინააღმდეგო პროფილაქტიკისთვის. საკმარისია 50 მლ წყალში 20-30 წვეთი პროპოლისი ჩააწვეთოთ და დღეში ორჯერ დალიოთ.

ქალბატონებს შეუძლიათ მოამზადონ გამაჯანსაღებელი საშუალება თმის, ფრჩხილებისა და კანისთვის: შუშის ჭურჭელში შეურიეთ თანაბარი პროპორციით თაფლი, გარგრის ჩირი, ბერძნული თხილი, ლიმონი და ქიშმიში, მიიღეთ 3 კოვზი დღეში.

მარილისა და შაქრის ლურსმანი ჩვენს საკუთარ კუბოზე
XX საუკუნის დასაწყისში ადამიანები 5-ჯერ ნაკლებ შაქარს იყენებდნენ, ვიდრე ახლა. შაქარი ადამიანის თეთრი წყევლაა. იგი აზიანებს გულს, ფილტვებს, თირკმლებსა და კუჭს. დაივიწყეთ გაზიანი სასმელები და ლიმონათები.

ადამიანები, რომლებსაც მაღალი წნევა აწუხებთ, არც კი ეჭვობენ, რომ მათი პრობლემა დიდი რაოდენობით მარილის მიღებისგან მომდინარეობს. განსაკუთრებით საშიშია ჩიფსებით, პოპკორნითა და მარილიანი თხილებით წახემსება მშიერ კუჭზე. ეს უბრალოდ თვითმკვლელობაა.

დღეგრძელობის რეცეპტი:
არ მიიღოთ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე დახარჯვა შეგიძლიათ;
მიირთვით ვაშლი ყოველდღე;
დალიეთ გაყინული წყალი და მიირთვით ბალახის ნაყენი;
იმუშავეთ აქტიურად;
ყოველდღიურად მიიღეთ შხაპი;
დაიძინეთ გრილ ოთახში;
თავისუფალ დღეებში იარეთ ფეხით ან ისეირნეთ ველოსიპედით;
გაიჩინეთ მეგობრები, გიხაროდეთ, იცინეთ, არ შეიკავოთ თავი სექსისგან;
არასდროს იფიქროთ და იდარდოთ იმაზე, რომ დაბერდებით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები