ფიქრობთ, რომ მამას ჰგავხართ? ცდებით, რამდენიმე ფაქტი გენეტიკის სამყაროდან

Загрузка...

გენეტიკა - ბერძნ. genesis - წარმომავლობა, არის მეცნიერება, რომელიც ორგანიზმების მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონზომიერებს შეისწავლის.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს გენეტიკის შესახებ:

  1. ინტელექტი არ გადაეცემა მამიდან შვილს. თუ გენიოსი ხართ, თქვენი შვილი 100%-იან ინტელექტს ვერ მიიღებს თქვენგან;
  2. არც იდიოტიზმი გადაეცემა მამიდან ვაჟს. თუ ბოლო დონის კრეტინი ხართ, თქვენი შვილი ვერ დაგემსგავსებათ(გილოცავთ);
  3. ინტელექტს მამისგან მხოლოდ ქალიშვილი იღებს და ისიც ნახევრად;
  4. ინტელექტის მიღება მამაკაცს მხოლოდ დედისგან შეუძლია, რომელმაც, თავის დროზე იგი მამისგან მიიღო;
  5. გენიოსის ქალიშვილი მამისგან განსხვავებით ნახევრად ჭკვიანი იქნება, სამაგიეროდ, მისი ვაჟები გენიოსები იქნებიან, ასევე ხდება კრეტინიზმის დროს;
  6. სწორედ ამიტომ, თითქმის არ არსებობს გენიალური ქალი და არც 100%-ით კრეტინი ქალბატონი შეგვხვდება. სამაგიეროდ, მამაკაცი გენიოსი და მამაკაცი-სულელი უამრავია.
დასკვნები მამაკაცებისთვის
  • იმისათვის, რომ თქვენი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობები განსაზღვროთ, დააკვირდით თქვენი ცოლის მამას, თუ ის აკადემიკოსია, თქვენი ვაჟიც ჭკვიანი იქნება.
  • თქვენი ქალიშვილი მიიღებს თქვენი ჭკუის ნახევარს, თუმცა, ასევე, თქვენი სიდებილის ნახევარსაც. სამაგიეროდ, მისი ვაჟები სრულ ჭკუას მიიღებენ. თუ გსურთ ჭკვიანი თაობა, იოცნებეთ ქალიშვილზე.
  • თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო კერძოდ კი ბაბუისგან გაქვთ.

    დასკვნები ქალებისთვის
  • თქვენი ვაჟი მამათქვენის ასლია, ასე, რომ მისი დატუქსვა: "ისეთივე სულელი ხარ, როგორც მამაშენი," არასწორია.
  • აღზრდის მიხედვით, თქვენი ქალიშვილი თქვენ დაგემსგავსებათ, ჭკუით კი მამას. მათი ვაჟებიც თქვენი ქმრის ასლი იქნებიან.

  • მკითხველთა შთაბეჭდილებები