რა დაინახეთ პირველად? ორი გოგონა თუ მტრედი?

Загрузка...

პირველი ფიგურა, რომელსაც ამ ფოტოზე დაინახავთ, გეტყვით, თუ რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის. დგება მომენტები, როცა ცხოვრებისგან უკმაყოფილო ვართ და გვგონია, რომ რაღაც გვაკავებს ბედნიერებამდე.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ტესტს, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, როგორ უნდა იცხოვროთ, მაგრამ შესაძლოა, მისი გავლის შემდეგ ახალი იდეები გაგიჩნდეთ სამომავლოდ.

ორი გოგონა
თუ ამ სურათზე ორი გოგონა დაინახეთ, ბედნიერებისთვის უნდა გათავისუფლდეთ იმ სტრესისგან, რომელიც უკვე მთლიანად გყლაპავთ. თქვენ ძალიან გინდათ ბავშვობაში დაბრუნება, გინდათ, თავს ისევ ლაღად გრძნობდეთ და გულწრფელად იცინოდეთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს და დატკბით დროის ტარებით. უნდა იპოვოთ საქმიანობა, რომელიც დაგავიწყებთ პრობლემებს, მოგცემთ ცხოვრებით ტკბობის საშუალებას.

მტრედი
ახლა თქვენ ყველაზე მეტად თავისუფლების გრძნობა გწყურიათ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სამუშაო ადგილის შეცვლასთან, მოგზაურობასთან, არასასურველი ურთიერთობიდან გათავისუფლებასთან. უნდა ეძებოთ ცხოვრების ახალი ჰორიზონტები, რომლებიც ენთუზიაზმითა და ცხოვრების წყურვილით აღგავსებთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები