გაწმინდეთ სახლი ობისგან ძმრის, ქლორისა და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით

Загрузка...

ხშირად, ადამიანები ობთან დაკავშირებულ პრობლემებს ხვდებიან: სხვადასხვა ზომის შავი და მუქი მწვანე ლაქები ხან იქ ჩნდება, ხან - აქ. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. მანამ, სანამ მასთან ბრძოლას დაიწყებთ, აუცილებელია გაიგოთ, თუ რა იწვევს მის გაჩენას.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ობის გაჩენის მიზეზებსა და მასთან ბრძოლის ხელმისაწვდომ საშუალებებს:

გაწმინდეთ სახლი ობისგან ძმრის, ქლორისა და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით
ობის გაჩენის ძირითადი მიზეზებია:
  1. ცუდი ვენტილაცია - სუფთა ჰაერმა უნდა ჩაანაცვლოს სახლში დამდგარი ნესტი;
  2. კედლის ბზარები, საიდანაც ოთახში ნესტი აღწევს;
  3. თუ კედლები იყინება, ისინი ნესტის დაგროვებას იწყებს.
ობი იწვევს ალერგიულ რეაქციებსა და დისკომფორტს, ამიტომაც დიდი ზომის ობების მოსაშორებლად მიმართეთ პროფესიონალებს. თუ გადაწყვიტეთ ობთან ბრძოლა დამოუკიდებლად, დაიცავით თავი სათვალეებით, პირბადითა და ხელთათმანებით, რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა.

გაწმინდეთ სახლი ობისგან ძმრის, ქლორისა და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით

როგორ გავთავისუფლდეთ ობისგან?
იმისათვის, რომ კედლებიდან ობი მოაშოროთ, უნდა გაიაროთ შემდეგი ნაბიჯები:
  1. დარწმუნდით, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ: პულვეზატორი, ხელთათმანები და ქიმიკატები;
  2. მოასხით ზედაპირს სოკოსსაწინააღმდეგო საშუალება;
  3. თუ კედლები სველია, გააშრეთ ფენით.
გაწმინდეთ სახლი ობისგან ძმრის, ქლორისა და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით

ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება:
არაა აუცილებელი მაღაზიაში წასვლა და სპეციალური საშუალების ყიდვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც, დიდი ალბათობით, სახლში გაქვთ და ობთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

ძმარი - ობთან საბრძოლველად ამაზე უფრო იაფი საშუალება არ არსებობს. უბრალოდ უნდა მიაშხეფოთ იგი ლაქებზე ობის გაჩენის პირველ სტადიებზე. რამდენიმე წვეთი ეთერზეთის დამატებით შეძლებთ ძმრის უსიამოვნო სუნის ჩახშობას.

გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი - 20-25 წვეთი ექსტრაქტი გახსენით ორ ჭიქა წყალში და შეაშხეფეთ ობს.

გაწმინდეთ სახლი ობისგან ძმრის, ქლორისა და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით

ქლორი - თქვენ დაგჭირდებათ 1 ჭიქა ქლორი, ერთ ლიტრ წყალთან შერეული. არ გამოიყენოთ ეს ხსნარი სვრეტებიან ზედაპირზე. ფრთხილად იყავით, ეს ქიმიური საშუალება ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ამიაკი - წყალი და ამიაკი 1:1 პროპორციით შეურიეთ, მიაშხეფეთ კედლებს და 3 საათის შემდეგ გულმოდგინედ ჩამორეცხეთ.

გაწმინდეთ სახლი ობისგან ძმრის, ქლორისა და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით

წყალბადის ზეჟანგი - მიაშხეფეთ იგი კედელს, გააჩერეთ 10 წუთით და ჩამორეცხეთ. ეს საშუალება ქლორზე უფრო უსაფრთხოა და არ აქვს მძაფრი სუნი.

გახსოვდეთ: არ შეურიოთ სოკოსთან საბრძოლველი რამდენიმე საშუალება - ამან შეიძლება საშიში ქიმიური რეაქცია გამოიწვიოს.

იმედი გვაქვს, ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები