ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი


ქალბატონებს ხშირად უცრუვდებათ იმედები იმ შედეგის გამო, რომელიც თმის შეღებვის შემდეგ მიიღეს. ნამდვილად უსიამოვნოა, როცა ქალი სარკეში ელეგანტური ქერას ნაცვლად ყვითელ თმას, ან მომხიბვლელი შოკოლადისფერის ნაცვლად მომწვანო ელფერს ხედავს. ტონის უმნიშვნელო ცვლილებებიც კი შეიძლება კატასტროფად იქცეს, სწორედ ამიტომ, OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ იმ ფაქტორებს, რომლებიც თმის შეღებვის შედეგს განაპირობებს.

ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

თმის სტრუქტურა და მისი "ქცევა"
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თმის შეღებვა ქიმიური პროცესია, რომლის შედეგიც დამოკიდებულია თმის მდგომარეობაზე, სტრუქტურასა და ტიპზე. ამასთან, უკანასკნელი ფაქტორი მოიცავს არამხოლოდ ფიზიკურ(სისქეს, სიხშირეს, ცხიმიანობას) პარამეტრებს, არამედ გენეტიკურ ფაქტორსაც. მაგალითად, ბუნებრივად მუქ თმებს (ვთქვათ, აზიური წარმოშობის ქალზე) ვერ გააღიავებთ რამდენიმე ტონითაც კი, თუ თმის შინაგან სტრუქტურას არ დააზიანებთ, რაც, თავისთავად, არ არის კარგი.
თმები კერატინისგან შედგება, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება ფრჩხილებსა და კანის საფარველში. მათი ბუნებრივი ელფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ პიგმენტის რომელი ტიპია დომინირებული. ეუმელანინი ცილური ნაერთია, რომლიც წყალობითაც თმები მაძღარ მუქ ტონს იღებს(ღია ყავისფერიდან მოლურჯო-შავამდე). ფეომელანინი უზრუნველყოფს თმის ღია და მოწითალო ელფერს. ნებისმიერი თმის პატრონს ორივე მათგანი გააჩნია.

ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

თავის მხრივ, თმები სამი ფენისგან შედგება:
  • კუტიკულა(ზედა) - ნახევრადგამჭვირვალე ფენა, რომელთა კუთხეც ერთმანეთის მიმართ გარემო ფაქტორების გავლენით იცვლება;
  • კორტექსი(შუა) - ე.წ. არსი, რომელიც განაპირობებს თმის ფერსა და ელასტიურობას;
  • მედულა(შიდა) - შედგება ჰაერის ღრმულებისა და კერატინის უჯრედებისგან.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ შეღებვის შედეგი კი არა, თმის დავარცხნა და ფორმის შენარჩუნებაც დამოკიდებულია რამდენიმე ფიზიკურ პარამეტრზე და არა ქალბატონის თუ სალონის სპეციალისტის ოსტატობაზე. ეს პარამეტრებია:
  • ტექსტურა - განპირობებულია გენეტიკური ან გარე ფაქტორებით;
  • ელასტიურობა - თმის უნარი, გაიწელოს ან დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, განსაზღვრავს ვარცხნილობის ხანგრძლივობას;
  • სვრეტიანობა - ზედა შრის სიგლუვის მაჩვენებელი;
  • წყლის შეწოვის უნარი - დახასიათება, რომელიც მოიცავს თმის შესაძლებლობას, დაიხვეს ან დამძიმდეს ჭარბი ნესტიანობის პირობებში.
ხშირი შეღებვა იწვევს ტექსტურის შეთხელებას და ელასტიურობის დაკარგვას, ამასთან კი იზრდება სვრეტიანობის მაჩვენებელი. როცა თმის ზედაპირი კარგავს ჯანმრთელობის მაჩვენებლებს - სიგლუვესა და ერთგვაროვნობას, მაშინ იგი უფრო კარგად იწოვს საღებავს და შედეგი გაჯერებული ფერია. თუმცა, აქ ვხვდებით ფერის გახუნების პრობლემასაც, რადგანაც თმები ისევე მარტივად "გასცემენ" ფერს, როგორც ითვისებენ.

ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

საღებავების ძირითადი ტიპები
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მას-მარკეტი თმის საღებავების უდიდეს ასორტიმენტს გვთავაზობს ფასის სხვადასხვა კატეგორიებში, პროფესიონალურ სეგმენტს კი მხოლოდ ყველაზე გამჭრიახი კლიენტების დაკმაყოფილება შეუძლიათ, განარჩევენ ფერზე მოქმედი ნაერთების 4 ტიპს.

  1. ნატურალური საღებავები
    ნაერთები, რომლებიც ბუნებრივ პროდუქტებს შეიცავს, ტრადიციულად, უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. რაც შეეხება ინდუსტრიულ სეგმენტში ყველაზე პოპულარულ საშუალებებს, ესენია ინა და ბასმუ. სახლის პირობებში ქალები საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ხახვის კანს, ხის ქერქს, ბერძნული თხილის ნაჭუჭსა და გვირილას სხვადასხვა სახის პასტის დასამზადებლად, რომელიც თმის ფერს გააუმჯობესებდა. ამასთან, ისინი იყენებდნენ ფერის მოშორების ნატურალურ საშუალებებს, მაგალითად, ძმარს. ამგვარი ხერხების ეფექტი ხანმოკლეა, ვინაიდან ისინი მხოლოდ თმის ზედაპირს ფარავენ და გულამდე ვერ აღწევენ.

    ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

  2. მაპიგმენტირებელი კოსმეტიკა
    შამპუნსა და ტონირების სხვა საშუალებებს შეუძლიათ თმის ფერის მსუბუქი ცვლილებების გამოწვევა. როგორც წესი, მათ შემადგენლობაში მცირე რაოდენობით აგრესიული ნივთიერებებიცაა, რომლებიც არ არღვევენ სტრუქტურას, მის გარე შრეზე გაფანტული პიგმენტები კი თითქმის ვერ აღწევენ შიდა შრემდე. ეფექტი ხანმოკლეა - საღებავი რამდენიმე დაბანის შემდეგ ჩამოირეცხება და ბუნებრივი ელფერი ბრუნდება.

    ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

  3. პერმანენტული საღებავები
    მუდმივი ფერი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიგმენტი თმის შიდა შრეში შეაღწევს - იგი შეერევა ეუმელანინსა და ფეომელანინს, ან საერთოდ "აგდებს" მათ სტრუქტურიდან. მუდმივი საღებავების შემადგენლობაში შედის აგრესიული ნივთიერებაც, რომელიც იწვევს თმის დასვრეტას(ამიაკი ან უფრო ნაკლებად მავნე კატალიზატორები) - იგი "ხვრეტს" თმის გარე შრეს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი თმის შეღებვის შემდეგ მისი სპეციალური საშუალებებით მოვლა, რათა დაუბრუნოთ მას ბუნებრივი სიგლუვე. ასეთ შემთხვევაში, შეძლებთ თმის ფერის შენარჩუნებას.

    ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

  4. ფერის გამომყვანი შემადგენლობები
    მსგავსი საშუალებების გამოყენების შედეგად ჩნდება უსიამოვნო პრობლემა - სიყვითლე. ამ საშუალებების აგრესიული შემადგენლობა ბუნებრივ პიგმენტებთან შედის რეაქციაში და მთლიანად ანადგურებს მათ. შედეგად, კერატინი მიიღებს თავის ბუნებრივ ფერს - ყვითელს.

    ფერის საიდუმლო: როგორ "მუშაობს" თმის საღებავი და რაზეა დამოკიდებული შედეგი

მკითხველთა შთაბეჭდილებები