როგორ ამოვიცნოთ თრომბი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - სიმპტომების 6 ჯგუფი

Загрузка...

ოდესმე დანით ან სამართებლით გაგიჭრიათ ხელი? სისხლის შედედების უნარი გვიცავს ძლიერი სისხლდენისგან. თუმცა, სისხლში კოლტების გაჩენა დაზიანების გარეშეც ხდება. სერიოზული გართულება მაშინ იწყება, როცა ერთ-ერთი მათგანი კეტავს რომელიმე სისხლძარღვს და ხელს უშლის სისხლის ნაკადს გადაადგილებაში.

სისხლის კოლტს(თრომბს) გაჩენა ნებისმიერ სისხლძარღვში(როგორც არტერიაში, ისე ვენაში) შეუძლია. ამ დროს შესაძლებელია სხეულის ნებისმიერი ნაწილის დაზიანება, სიმპტომატიკა კი თრომბის ლოკალიზაციის მიხედვით განისაზღვრება. აუცილებელია თრომბოზის სიმპტომების მკვეთრად გაგება, რათა, საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თრომბოზის სიმტპომთა 6 ჯგუფს მისი ლოკალიზაციის მიხედვით.

  1. თრომბი კიდურების სისხლძარღვებში
    თრომბოზი აქ შესაძლოა დიდხნიანი იმობილიზაციის(მაგალითად, ძილის ან თვითმფრინავში ჯდომის შემდეგ) განვითარდეს. ეს მდგომარეობა საშიში იმ შემთხვევაშია, თუ თრომბი სისხლძარღვის კედელს მოსწყდება და ფილტვებში ან გულში მოხდება.

    როგორ ამოვიცნოთ თრომბი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - სიმპტომების 6 ჯგუფი

    სიმპტომები:
    • დაზიანებული კიდურის შეშუპება;
    • კიდურის გაწითლება ან ციანოზი;
    • ლოკალური ტემპერატურის მომატება;
    • კიდუურის ტკივილი.
    სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია თრომბის სიდიდესა და მის კონკრეტულ მდებარეობაზე. ეს გადაუდებელი მდგომარეობაა. ზემოხსენებული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

  2. თრომბი მუცლის ღრუში
    სისხლის შეგუბება შეიძლება გაჩნდეს იმ ვენებშიც, რომლებსაც კუჭში სისხლი შეაქვს. რისკ-ჯგუფში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დივერტიკულიტი, პანკრეატიტი, აპენდიციტი, ან იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებსა და ჰორმონალურ თერაპიას.

    სიმპტომები:
    • გულისრევა და ღებინება;
    • ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ძლიერდება ჭამის შემდეგ;
    • დიარეა;
    • განავალში სისხლის ნარევები;
    • შებერილი მუცელი.
    ეს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებებზეც მეტყველებდეს, თუმცა, ყოველშემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  3. თრომბი თირკმლების სისხლძარღვებში
    თრომბის არსებობა თირკმლის სისხლძარღვებში არღვევს ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას და იწვევს მომატებულ არტერიულ წნევას ან თირკმლის უკმარისობას. ეს თრომბოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
    • ტკივილი გვერდებში;
    • შარდში სისხლის ნაზავი;
    • ციებ-ცხელება;
    • გულისრევა და ღებინება;
    • სუნთქვის დარღვევა;
    • შეშუპებები ფეხებზე.
  4. თრომბი ფილტვებში
    როგორ ამოვიცნოთ თრომბი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - სიმპტომების 6 ჯგუფი

    თუ თრომბი ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას ფილტვებში, ვითარდება ფილტვების ემბოლია. ეს მდგომარეობა ლეტალურ შედეგს გამოიღებს, თუ არ იმკურნალებთ. ყველაზე ხშირი მიზეზი თრომბოემბოლიის გაჩენისა არის ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც ქვედა კიდურებში აჩენს თრომბს, რომელიც მოგვიანებით ფილტვებში ხვდება.

    სიმპტომები:
    • ჰაერის უეცარი უკმარისობა;
    • ტკივილი მკერდის არეში;
    • გახშირებული გულისცემა;
    • კანის ციანოზი;
    • სისხლის ამოხველება.
  5. გულის თრომბი
    როგორ ამოვიცნოთ თრომბი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - სიმპტომების 6 ჯგუფი

    გულის არეში თრომბს შეუძლია გულის შეტევის გამოწვევა. იგი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
    • მკერდში წნევის შეგრძნება;
    • მკერდის ტკივილი;
    • კისრიდან ქვედა ყბისა და მარცხენა მხრისკენ ტკივილის ირადაცია;
    • სუნთქვის დარღვევა;
    • გადამეტებული ოფლიანობა;
    • სისუსტე.
  6. თრომბი თავის ტვინის სისხლძარღვებში
    თავის ტვინის თრომბოზი იწვევს ინსულტს. რაც უფრო მალე მიმართავს ადამიანი სამედიცინო დახმარებას, მით უფრო მეტია მისი გადარჩენისა და თავის ტვინის ფუნქციის შენარჩუნების შანსი.

    ინსულტის სიმპტომები:
    • სხეულის ერთ მხარეს გრძნობის დაკარგვა;
    • საერთო სისუსტე;
    • მხედველობისა და მეტყველების დარღვევა;
    • გაძნელებული მოძრაობა;
    • ცნობიერების დარღვევა;
    • თავის ტკივილი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები