როგორ უნდა გავათეთროთ ბიუსტჰალტერი ისე, რომ ახალივით გახდეს

Загрузка...

რამდენი გადაიხადეთ საცვლების თეთრ კომპლექტში, ორი-სამი ჩაცმის შემდეგ კი მან სითეთრე დაკარგა. პირველ რიგში, მათ ტანსაცმლის ბოჭკოები, ოფლი და დეოდორანტი აფუჭებს. ამის შემდეგ, დრო და არასწორი მოვლა. ნაცრისფერი და ყვითელი ფერები იაფფასიან თეთრეულსაც არ აკლია.

საბედნიეროდ, OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ თეთრი საცვლების, ბიუსტჰალტერებისა და მაისურების განახლებაში.

როგორ უნდა გავათეთროთ ბიუსტჰალტერი ისე, რომ ახალივით გახდეს

[არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანების ჩაცმა]
სწრაფი რეცეპტი
რა დაგჭირდებათ:
  • 2 ლ თბილი წყალი;
  • 2 ს/კ სუფრის მარილი;
  • 2 ს/კ საკვები სოდა;
  • 1 ს/კ სარეცხის ფხვნილი.
რა უნდა გააკეთოთ
გახსენით წყალში მარილი, სოდა და სარეცხის ფხვნილი. ჩაალბეთ თეთრეული 15 წუთით. თუ ხვდებით, რომ იგი ძლიერ დაბინძურდა - 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ იგი ხელით. ეცადეთ მინიმალური გაწელვადი მოძრაობა შეასრულოთ.
კარგად გაავლეთ სუფთა წყლით და გააშრეთ - ვუალა!

ნუ გააშრობთ თეთრეულს ბატარეებთან, რადგან ეს ყვითელ ლაქებს გააჩენს და მათი მოშორება ძალიან რთულია.

სტანდარტული რეცეპტი
როგორ უნდა გავათეთროთ ბიუსტჰალტერი ისე, რომ ახალივით გახდეს

დაგჭირდებათ:
  • 6 ლ თბილი წყალი;
  • 6 ს/კ სოდა;
  • 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი;
  • 2 ს/კ ნიშადური/ამიაკი;
გააზავეთ ყველა ინგრედიენტი წყალში და კარგად მოურიეთ. ჩაალბეთ ბიუსტჰალტერი(საცვლები, მაისურები, წინდები) 3 საათით. გარეცხეთ ნივთები ხელით, გაავლეთ და გააშრეთ.

ჩაატარეთ პროცედურა კარგად განიავებად ადგილას, გააღეთ ფანჯრები და ჩართეთ გამწოვი.

ხრიკები, რათა თეთრი ბიუსტჰალტერი არ გაშავდეს
როგორ უნდა გავათეთროთ ბიუსტჰალტერი ისე, რომ ახალივით გახდეს

  • არ ჩაიცვათ იგი მუქი ტანსაცმლის ქვეშ;
  • შეინახეთ თეთრეული ფერადებისგან განცალკევებით;
  • დაელოდეთ, სანამ დეოდორანტს შეიწოვს კანი და შემდეგ ჩაიცვით;
  • გამოიყენეთ ფხვნილი, რომელიც სპეციალურად თეთრეულისთვისაა;
  • ხელით რეცხვა მანქანისას ნამდვილად სჯობს.
ნუღარ იტყვით უარს მაქმანებიან თეთრეულზე - ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოუაროთ მათ :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები