სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი ენის ფერი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას გაგაგებინებთ

Загрузка...

ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ ენის ფერი უკვე არსებულ ან განვითარების პროცესში მყოფ დაავადებებზე მიგვითითებს. ამის დასადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ თვითდიაგნოსტიკა, რომელიც არსებულ პრობლემებს წარმოგიდგენთ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ფაქტორებს,რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:
  • პირის ღრუსა და ენის სუნი;
  • ნალექი ენაზე;
  • რა ფერისაა ენა;
  • რამდენად მოძრავია ორგანო;
  • როგორ აღიქვამთ გემოს;
  • წყლულები ენაზე.
თუ ენის ფერის ცვლილებებს ამჩნევთ, კარგად დააკვირდით, კერძოდ, რომელი ფერისკენ იხრება იგი:
  • იისფერთან მიახლოვებული ფერი მიუთითებს ორგანოების ალკოჰოლით დაზიანებაზე. თუ მასთან ერთად მოყვითალო წყლულებსაც ხედავთ, მიზეზს ელენთაში უნდა ეძიოთ;
  • თითქმის წითელი ფერი გულის პრობლემებზე ან მაღალ ტემპერატურაზე მიუთითებს. თუ ენაზე წყლულებსაც ამჩნევთ, პრობლემა კუჭში ან ფილტვებში ეძებეთ;
  • მოთეთრო ფერი პნევმონიაზე ან ანემიაზე შეიძლება მიუთითებდეს.
ჩვეულებრივ, დაავადებების დროს ნალექი ენაზე მაღალ ტემპერატურასთან ერთად ჩნდება და რაც უფრო სქელია იგი, მით უფრო რთულია დაავადების ეტაპი:
  • ენის ზედაპირის შუა მონაკვეთში არსებული ნალექი მიუთითებს კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ელენთის პრობლემებზე;
  • ენის წინა ნაწილში მოთავსებული ნალექი ფილტვების სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
ყურადღება უნდა მიაქციოთ ნალექის ფერსაც, რომელიც ყოველთვის სხვადასხვაა, დაავადებების მიხედვით:
  • მოყავისფრო ან ნაცრისფერი ნალექი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებზე მეტყველებს;
  • თეთრი ნალექი მოწმობს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, გაუწყლოების ან სოკოვანი ინფექციის არსებობას;
  • მკვეთრი წითელი ნალექი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სისხლის პრობლემებზე მიგვითითებს.
გაითვალისწინეთ, რომ დიაგნოსტიკის დროს მხედველობაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი უნდა მიიღოთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები