როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ხასიათი ფეხის ცერა თითის მეშვეობით

Загрузка...

ის, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ადამიანის ხასიათი მისი თითების დახმარებით, ძველ ინდოეთში საკმაოდ დიდი ხანია იციან. მათი აზრით, პიროვნების განმასხვავებელი ნიშნები, პირველ რიგში, მის თითებზე აისახება. ეს მეთოდიკა დღემდე აქტუალურია.

OXOTV-ის რედაქცია ამ საინტერესო მეთოდს შემოგთავაზებთ, თავად სცადეთ!
გაშიფრვა:
  1. რკალისებური ფორმის დიდი თითი - მშვიდი და გაწონასწორებული ხალხია. მათთვის რთულია წესების წინააღმდეგ წასვლა. საკუთარი სურვილების მიხედვით ცხოვრებაში მათ ხელს საზოგადო განსჯის შიში უშლით. ისინი ცხოვრობენ ისევე, როგორც ყველა და არ ცდილობენ მასისგან გამოყოფას;

  2. დიდი თითი სწორი ზოლით მთავრდება - ასეთ ადამიანებს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. არასდროს იქმნიან დამატებით პრობლემებს. მიუხედავად მათი მხიარული ცხოვრებისა,ფინანსური კუთხით იგი ყველაფერზე აკეთებს ეკონომიას. გულმოდგინედ ითვლის შემდეგი თვის ბიუჯეტს;

  3. თუ დიდი თითის ბოლო წვეტიანია - ასეთი ადამიანები მეწვრილმანეები არიან და ნებისმიერ ინფორმაციას ბოლო წვეთებამდე იძიებენ. ფაქტებს სხვადასხვა წყაროებიდან ენდობა, ადამიანებს არაგულახდილობაში ადანაშაულებს. თვითონ კი ქცევის შინაგან მოტივებს არასდროს ამხელენ. მათი აზრების მიმართულებას ვერასდროს გაიგებთ;

  4. რვიანის ფორმის დიდი თითი - ადამიანები რთული ხასიათით. მუდმივ ძიებაში მყოფები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ცვივდებიან. აგდებენ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე, არასდროს აღიარებენ საკუთარ წარუმატებლობებს, ცდილობს, იპოვოს ვიღაც,ვისაც ყველაფერს დააბარალებს. მჭერმეტყველები არიან, თუმცა, სამწუხაროდ, მთელს მათ ნასაუბრებს მათივე ქცევა ამსხვრევს;

  5. დიდი თითის ბოლო ძირზე უფრო მსხვილია - ხშირად, სწორედ ამ ტიპის ადამიანებს გამოსდით ცხოვრების პრიორიტეტების სწორად შერჩევა და დეტალებზე არჩაციკლვა. არჩეული მიმართულებით ისინი ყოველთვის აღწევენ აღიარებასა და წარმატებას. წინააღმდეგობა მათ უფრო აძლიერებს და მიზნის მიღწევის სურვილს უმძლავრებს;

  6. ბრტყელი დიდი თითი - დამტკიცებულია, რომ ასეთი თითი, ყველაზე ხშირად, მელანქოლიკებს, ცოტათი გარიყულ და გულნატკენ ადამიანებს აქვთ. ძლიერი ცხოვრებისეული მომენტების დროს ემოციურობას ავლენენ. ნებისმიერ ქცევას წინასწარ გათვლიან და ყველა რისკს ითვალისწინებენ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები