ტესტ-კვადრატი: დახატეთ საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტი

Загрузка...

საკუთარი თავისთვის სხვა კუთხიდან შეხედვა, აზრების მიმართულებების შეცვლა და ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შინაგანი წინაღობების დაძლევით, რომლებიც გაკავებთ ამ ყველაფრისგან.

მათი რამენიმე წუთში გამოვლენა ტესტ-კვადრატს შეუძლია, რომელსაც დღეს OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ. ფსიქოლოგიური ანალიზი თქვენივე ნახატებზე დაყრდნობით ხდება.

თქვენ წინაშე 6 კვადრატია. დახატეთ თითოეულ მათგანში ის, რაც პირველი მოგივათ აზრად(სხვადასხვა ნახატები) და იხილეთ შედეგები.

№1 კვადრატი - ცხოვრებისეული მიზნები
  • თუ ნახატის ცენტრი წერტილია, ესე იგი გაქვთ მიზანი,რომელსაც შეუჩერებლად ესწრაფვით და არ გაჩერდებით, სანამ არ მიაღწევთ;
  • ნახატი თვალს ჰგავს- მიწაზე მყარად დგახართ, დარწმუნებული ხართ საკუთარ მიზნებში და საგნებს რეალურად აფასებთ;
  • ბევრი წერტილი ან პატარა ნახატები - თქვენ უამრავი აზრი გიტრიალებთ, გიყვართ ფანტაზიორობა და ხშირად ტოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე.
№2 კვადრატი - გარშემომყოფების ზემოქმედება თქვენს პიროვნებაზე
  • რამდენიმე ხაზი, რომლებიც უკვე დახატულ ხაზს ჰგავს - თქვენ მიეჩვიეთ სხვების აზრზე დამოკიდებულებას. თითქმის არასდროს იღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს;
  • საგანი, რომელიც არ ჰგავს ძირითად ხაზს, თუმცა რაღაცით უკავშირდება -თქვენ არ ეყრდნობით სხვის აზრს და საკუთარი ცხოვრების პატრონი თავად ხართ.
№3 კვადრატი - ოჯახის წევრებთან ურთიერთობა
  • თქვენი ნახატი პატარა კვადრატის შიგნითაა - ოჯახი თქვენი ციხე-სიმაგრეა;
  • ნახატი კვადრატის საზღვრებს სცდება - ოჯახი თქვენთვის მეორე პლანზეა;
  • თქვენ ფანჯარა დახატეთ - ნახატის დასრულება იმას ნიშნავს,რომ ახლობლები ძალიან გიყვართ და სხვა საქმეები ამდენად არ გაინტერესებთ.
№4 კვადრატი - ურთიერთქმედება სამყაროსთან
  • ხაზების შეერთება - მხიარული ადამიანი ხართ და მარტივად შედიხართ კონტაქტში;
  • ხაზები ერთ ნახატად გაერთიანდა(მდინარე, გზა) - არ გიყვართ მარტოობა, მხოლოდ სხვებთან ერთად გრძნობთ თავს მშვიდად და ბედნიერად;
  • ნახატები ზოლებისგან განცალკევებითაა - თქვენ ჩაკეტილი ადამიანი ხართ;
№5 კვადრატი - აზროვნების ტიპი
  • ნახატზე საგანი ან ადამიანია გამოსახული - ანალიტიკური აზროვნება გაქვთ, იცით, როგორ უნდა განახორციელოთ ჩაფიქრებული. კარგად უმკლავდებით ლოგიკურ ამოცანებს;
  • თქვენ გამოსახეთ გაუგებარი ხაზები და ფორმები - შემოქმედი პიროვნება ხართ. გიყვართ ოცნება. ხშირად, თქვენი აზრები სხვებისთვის გაუგებარია.
№6 კვადრატი - სიყვარული
  • ხე - თქვენს სულს რომანტიკა და ნამდვილი სიყვარული სჭირდება;
  • ხაზების გაერთიანება - თქვენ აუცდენელი ოცნება გაწუხებთ;
  • ჩირაღდანი - ვნების ძიებაში ხართ;
  • სახლი, ცათამჯენი - მეორე ნახევრის ძიებაში ხართ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები