გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ამ 4 ინგრედიენტისგან შემდგარი მასით

Загрузка...

ადამიანის საჭმლისმომნელებელი სისტემა ერთი გრძელი მილია. მსხვილი ნაწლავი ბოლო გაჩერებაა იმ საკვებისა, რომელიც ადამიანის საჭმლისმომნელებელ სისტემაში გაივლის. ეს ნაწლავი შეიწოვს მარილს, ცხიმოვან მჟავებსა და სითხეს მოუნელებელი საკვები ნარჩენებისგან და ქმნის ტოქსიკურ ექსკრემენტებს. იგი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. ჯანმრთელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - ჯანმრთელი ხართ თქვენ.

OXOTV-s ის რედაქცია გთავაზობთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის მარტივ და ეფექტურ საშუალებას, რომელიც მხოლოდ 4 ინგრედიენტისგან შედგება:

  • 1 ვაშლი;
  • 1 ჩ/კ თაფლი;
  • 1 ს/კ ჩიის თესლი;
  • 1 ს/კ სელის თესლი.

    ჩიის თესლის გარდა ყველა ინგრედიენტი გაურიეთ 1 ჭიქა წყალში. ჩაასხით ყველაფერი ბლენდერში და დააფქვიეთ ჩიის თესლთან ერთად. ურიეთ სასმელი მანამ, სანამ ჩიის თესლები არ გაიზრდება, ამას კი დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.

    რჩევები
    სავარჯიშოები:
    სწრაფი სიარული აუმჯობესებს თქვენს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლის ნაკადს, რაც საშუალებას მისცემს ნაწლავებს, უფრო მეტი ჟანგბადი მიიღოს. ეს მარტივი სტრატეგია დაგეხმარებათ მსხვილი ნაწლავის კიბოსა და სხვა დაავადებების თავიდან აცილებაში. ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ გაწელვები და იოგა.

    დიეტა:
    მიირთვით ცელულოზით მდიდარი პროდუქტები(სელის თესლი, არარაფინირებული ხორბალი, ავოკადო, ლობიო, მარწყვი, ფერმენტირებული პროდუქტი). რაც უფრო მეტ ცელულოზას მიიღებთ, მით უფრო მალე გაგეწმინდებათ ნაწლავები. თუ გსურთ, რომ მიირთვათ ხილ-ბოსტნეულისგან განსხვავებული პროდუქტი, ექიმები უამრავ ფორმულად გვთავაზობენ, რომლებიც ბალახებისგან(ალოე, კოჭას ფესვი, კოწახურის ფესვი და ა.შ.) შედგება.

  • მკითხველთა შთაბეჭდილებები