ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც ვერასდროს დაიყოლიებთ ან დაიმორჩილებთ


ზოდიაქოს ნიშნებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც უბრალოდ ვერ დაიმორჩილებთ. ისინი ამისთვის ან ძალიან თავქარიანები, ან ძალიან პირდაპირები, ანაც დამოუკიდებლები არიან. ნუ დახარჯავთ დროსა და ნერვებს ამაოდ, რადგან დიდი წარუმატებლობა გელით.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 6 დაუმორჩილებელ ნიშანს:

  1. მერწყული
    მერწყულის დამორჩილება? ჰა-ჰა, კარგი ხუმრობაა. მერწყული ის ნიშანია, რომელიც თავიდან ბუნტს მოაწყობს, შემდეგ კი თავსაც მოიმკვდარუნებს, ოღონდ თავი დაანებონ. მას არ უნდა, მოაჭრან ფრთები და გალიაში გამოკეტონ, როგორი მდიდრულიც არ უნდა იყოს იგი. თუკი ამას ვინმე შეეცდება, იგი მაშინვე მოიშორებს ცხოვრებიდან ამ ადამიანს.

  2. სასწორი
    ამ ნიშნის მომხიბვლელობა და კონტაქტურობა დაგაბნევთ. ისინი ნამდვილად მოგეჩვენებათ ისე, თითქოს თვითონ უნდათ, ვიღაცამ მოათვინიეროს და მასზე იყოს დამოკიდებული, თუმცა ეს უბრალოდ გეჩვენებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ჭკვიანები და "გამტარები" არიან, რადგანაც ნებისმიერი სახის პროვოკაციას ისინი კიდევ ერთ ცხოვრებისეულ ხაფანგად მიიჩნევენ, რომელში გაბმა მათ ოდნავადაც არ სურთ. თქვენ უფრო მალე მიიჩვევთ ვეფხვს, ვიდრე ამ ნიშანს.

  3. მორიელი
    გარისკვა გსურთ? თქვენი უფლებაა - ტიპური მორიელის პიროვნული ხასიათი მას სრულიად უმართავს ხდის. პირველ რიგში, ის ვერ იტანს, როცა სხვები ზღუდავენ, გაწვრთნის მცდელობა კი ერთგვარი შეზღუდვაა. მეორეც. მორიელები თავის თავში არიან გამომწყვდეულები და მათ ძალიან ახლოს ვერ მიეკარებით. თუ გადაწყვიტეთ ამ ნიშნის მოჯულება. გადაიფიქრეთ - ეს არ გამოგივათ.

  4. ვერძი
    ოვენი მორჯულებას ვერ დაექვემდებარება პირდაპირობის გამო. ის ყოველთვის მართალი უნდა იყოს და გიჟდება მოგებაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის შიში მისთვის დამარცხება და წარუმატებლობაა სხვა ადამიანის თვალში, ამაზე არც კი იფიქროთ. ნებისმიერ თქვენს მცდელობას მისი გამოჭერისა, ვერძი შეჯიბრებად აქცევს, რომელშიც, რაღა თქმა უნდა, ამაყი გამარჯვებული გახდება.

  5. მშვილდოსანი
    თქვენ უფრო დიდი შანსი გაქვთ თოვლის კაცის მორჯულებისა, ვიდრე მშვილდოსნისა: ანუ, თქვენ არ გაქვთ შანსი იმის მორჯულებისა, რასაც ვერ დაიჭერთ. კარგი, თუ ის 5 წუთით მაინც გაჩერდება ერთ ადგილას, ალბათ შეძლებდით მის დაჭერას ბადით, თუმცა 5 წუთი ძალიან ბევრია იმ ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია და თავგადასავლებს ეძებს. იგი არამხოლოდ დაუმორჩილებელი, არამედ გამოუჭერელიცაა.

  6. ტყუპები
    ერტი მხრივ, ტყუპებს მოსწონთ დამორჩილების იდეა.. მთელი 30 წამით. შემდეგ უკვე აღარ. ამ ნიშანს ყველაფერი ძალიან სწრაფად სწყინდება, ამიტომ მის გამოჭერას და დიდხანს მასთან ყოფნას ვერ შეძლებთ. ამას გარდა, ტყუპები ძალიან ეშმაკები და შემოქმედებითები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ მისი მიჩვევის მცდელობისას იგი ისე აგირევთ ტვინს, რომ ბოლოს თავს მოთვინიერებულს აღმოაჩენს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები