ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები სარეცხისთვის

Загрузка...

იმისათვის, რომ ოჯახში ნაკლები დაავადება და ალერგიული რეაქცია იყოს, შეცვალეთ თქვენი სარეცხი ფხვნილი(რომელიც მენდელევის ნამდვილ ცხრილს შეიცავს) სრულიად უსაფრთხო და იმავე ეფექტის მქონე საშუალებებზე.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ უსაფრთხო სარეცხი საშუალების - პატარა "ბომბების" დამზადების რეცეპტს.

ეს "ბომბები" შემდეგი ეკოლოგიური კომპონენტებისგან შედგება:
  • საკვები სოდა;
  • სარეცხი თეთრი საპონი(შეგიძლიათ ფელს-ლიგროინის საპნით ჩაანაცვლოთ);
  • მაგნიუმის სულფატი(რეალიზებულია სააფთიაქო ქსელების მიერ);
  • წყალბადის ზეჟანგი;
  • ძმარი;
  • ეთერზეთი.
მომზადების წესი:
  1. გამოიყენეთ ჩვეულებრივი სახეხი და დახეხეთ ნახევარი ჭიქა საპონი;
  2. შეურიეთ საპონი 1.5 ჭიქა სოდას და 2 ს/კ ინგლისურ მარილს(მაგნიუმის სულფატს). სოდა დამარბილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მარილი კი ლაქების ამოყვანას უზრუნველყოფს;
  3. გულმოდგინედ მოურიეთ და დაუმატეთ 3 ს/კ წყალბადის ზეჟანგი, რომელიც ტანსაცმელს უფრო გაათეთრებს და ქსოვილს პირვანდელ ფერს შეუნარჩუნებს;
  4. ჩაასხით ნარევში 5 ს/კ 5%-იანი ძმარი და დაუმატეთ საყვარელი არომატის ეთერზეთის 5-15 წვეთი.
დარწმუნდით, რომ შერევის შემდეგ ნარევი მშრალი ქვიშის კონსისტენციისაა.

ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ "ბომბები", რომელსაც შეგიძლიათ სასურველი ფორმა მისცეთ. შემდეგ თანაბარი პროპორციით შეურიეთ წყალი და ძმარი და მიაშხეფეთ ლანგარზე.

8-10 საათის განმავლობაში ბურთულები საშრობში უნდა იყოს, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ მათი გამოყენება როგორც ხელით, ისე სარეცხი მანქანით რეცხვის დროსაც.

ბურთულების გამოყენების რაოდენობა უნდა შეარჩიოთ ბარაბნის სიდიდისა და სარეცხის დაბინძურების მიხედვით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები