რა არის ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სუსტი წერტილი?


როცა საკუთარი სისუსტე იცით, ის შეიძლება თქვენს სიძლიერედაც აქციოთ, თუ ამ ცოდნას სწორად გამოიყენებთ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნების სუსტ წერტილებს:

ვერძი 21.03-19.04
ვერძები ვერ იტანენ, როცა მათ გარდა სხვაც გასცემს ბრძანებებს, რადგანაც მართვის სადავეები, მათი აზრით, ყოველთვის მათ ხელში უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ვერძები ბუნებრივი ლიდერები არიან, შესაძლოა არ მოუსმინონ სხვების აზრს. ასევე, არ ფიქრობენ ყველაფერზე გადაწყვეტილების მიღებამდე და ხშირად აგრესიულები და გაღიზიანებულები ჩანან.

კურო 20.04-20.05
ძალიან სტაბილური და სანდო ნიშანია, თუმცა ხანდახან ისე დადგებიან თავის პოზიციაზე, რომ არც გაზრდა და არც წინსვლა სურთ მაშინ, როცა ეს აუცილებელია. უყვართ იმის კეთება, რაც კარგად გამოსდით და არაფერს ცდიან ახალს დამარცხების შიშით. სიამაყე რომ დიდი რაოდენობით აქვთ, ნაწილობრივ ამიტომაც უნდათ საკუთარი კომფორტის ზონაში დარჩენა. ისინი იპოვიან იმას, რასაც კარგად აკეთებენ და გადაიქცევენ ჩვევად ისე, რომ შეიძლება სხვა ვარიანტები და შესაძლებლობები არც კი განიხილონ. კუროები ხანდახან ზუსტად ისეთივე მტკიცეები არიან, როგორიც ხარები, ამიტომაც, თუ მისი დარწმუნება გსურთ რამეში, მოთმინებაზე უნდა იმეცადინოთ.

ტყუპები 21.05-20.06
ტყუპები ჩვენ ერთდროულად თავგზას გვიბნევენ და გვანცვიფრებენ კიდევაც. ფაქტია, რომ თქვენ გაორებული პიროვნება გაქვთ და თითქმის ვერასდროს იღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ყოველთვის გაქვთ სასაუბრო, თუმცა ხანდახან თქვენ არ უსმენთ სხვებს. მუდმივად იცვლით აზრს, ამიტომაც რთულია თქვენი დევნა. იცვლებით, როგორც ქამელეონი, ოღონდ, დამალვის ნაცვლად სხვებში გამოკვეთა გსურთ. ხშირად თვლით, რომ ცხოვრების ნაწილი არ ხართ, რადგანაც თვითონაც არ იცით, რისი მიღწევა გსურთ.

კირჩხიბი 21.06 -22.07
ლამაზი, ნაზი სულია, თუმცა მათი ემოციები მათ ზემოდან ექცევიან და სრულიად აპარალიზებენ. აქვთ თვითშეფასების პრობლემები და სხვებში შექებასა და აღიარებას ეძებენ. მათ სურთ ქება-დიდება, რაც პარტნიორების, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის მოსაბეზრებელია. დიდი რაოდენობით სიყვარულის გაცემა შეუძლიათ, ხანდახან კი სხვის მოთხოვნებს საკუთარზე მაღლა აყენებენ. განწყობას თვალის დახამხამებაში იცვლიან და მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. ერთდროულად პესიმისტები და იდეალისტები არიან. არ სჯერათ სამყაროსი, რადგან იგი განსხვავდება მათ მიერ საკუთარ გონებაში შექმნილი სამყაროსგან.

ლომი 23.07-22.08
როგორც ცეცხლოვანი ნიშანი, ლომი მუდმივად მოძრაობს. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ავიწყდებათ, რომ სხვებსაც სჭირდებათ დიდების დრო. მათი სიამაყის უსაზღვრობა სხვებს აღიზიანებს. შესაძლებელია, საკუთარ მოსაზრებაში ისე გაიჭედონ, რომ შეუდრეკელი გეგონოთ. არ უყვართ სხვისი აზრების მოსმენა, ვინაიდან ყველაფერი ყველაზე კარგად იციან. ლომის ეგოცენტრული ბუნება ხელს უშლის გარშემომყოფებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას.

ქალწული 23.08-22.09
ამ ნიშანს ანალიტიკური გონება აქვს, რაც, როგორც სისუსტედ, ისე სიძლიერედაც შეიძლება ჩავთვალოთ. უყვართ ყველაფრის გაანალიზება და დადგენა, თუმცა ერთი და იმავე პრობლემის ირგვლივ ტრიალი გამოსავლის ძიებაში მათ მშფოთვარესა და დეპრესიულს ხდის. მიდრეკილნი არიან ობსესურ-კომპულსური დარღვევისკენ, რადგანაც მათ სჭირდებათ(კი არ უნდათ), რომ ყველაფერი განსაზღვრული მანერით განხორციელდეს, ვერ გადაიტანენ, თუ რამე სხვანაირად ხდება. ქალწულებს ძველი სული აქვთ, რის გამოც ძალიან ბევრს მუშაობენ და ძალიან ცოტას ისვენებენ. ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავსაც, ამიტომაც უჭირთ სხვებთან ურთიერთობის დამყარება.

სასწორი 23.09-22.10
ბუნებით მშვიდობისმოყვარული ნიშანი მოულოდნელად დაგესხმებათ თავს, თუ რაღაცას ისე გააკეთებთ, როგორც მას არ უნდოდა. თუმცა, პრობლემის შესახებ პირში არასდროს გეტყვით, უბრალოდ არ დაგელაპარაკებათ ან პასიურ-აგრესიულად მოიქცევა, რადაგანაც ვერ იტანს კონფლიქტებს. ადამიანებს ყოველთვის არ მოსწონთ კონფლიქტების დალაგება, ამიტომ, თუ სასწორები პრობლემებისთვის თვალის გასწორებას ვერ ისწავლიან და მუდმივად თავს აარიდებენ მათ, მეგობრობას დაანგრევენ. მათ მოსწონთ ვიღაცებზე კბილის გამოდება, რაც უფრო ამძიმებს მათ ამ პრობლემას. ბევრ ენერგიას ხარჯავენ მათ ცხოვრებაში მიმდინარე ცუდ მოვლენებზე იმის ნაცვლად, რომ ენერგია უფრო კარგზე მიმართონ.

მორიელი 23.10-21.11
მორიელი მოსიყვარულე და სპონტანურია, თუმცა მათი ეჭვიანობა და უნდობლობა პრობლემებს ქმნის რომანტიულ ურთიერთობებსა და მეგობრობაში. არასდროს გაუკეთოთ მათ ცუდი, რადგან ისინი აუცილებლად მოიფიქრებენ შურისძიების გეგმას და წარმატებით განახორციელებენ კიდევაც. ხშირად, ყველაფერს საკუთარ თავში ინახავენ ნდობის პრობლემების გამო და უჭირთ სხვებთან დაახლოება. ძლიერი ემოციები აწუხებთ, მაგრამ სხვებს არასდროს აჩვენებენ ამას, რადგან არ უნდათ თავი დამოკიდებულად იგრძნონ.

მშვილდოსანი 22.11-21.12
დაბადებით მკვლევარები არიან. მათ მარტივად იპყრობს სევდა და კაეშანი, ხშირად, ვერ ასრულებენ დაწყებულ პროექტებს. ვერ იტანენ სხვის ზეგავლენასა და ბრძანებებს. ეს მარტივად გააუბედურებს მათ, თუ ოქროს შუალედს ვერ იპოვიან. მათ არ აქვთ ფილტრი, ამიტომაც, შესაძლოა უტაქტო და უხეშიც იყვნენ იმის მიხედვით, თუ ვისთან არიან. მოუთმენლები არიან და მარტივად ანებებენ ყველაფერს თავს, თუ რაღაც სწორად არ მიდის. სჭირდებათ დიდი რაოდენობით თავისუფლება და სივრცე, რის გამოც ხშირად ჩანან არამეგობრულები.

თხისრქა 22.12-19.01
სიცოცხლის ბოლომდე იმუშავებს ისე, რომ საერთოდ დაავიწყდება, როგორ უნდა იზრუნოს თავზე და დაისვენოს. შეპყრობილი არიან ფულითა და სტატუსით, რადგანაც ეს ორი ფაქტორი წარმოადგენს სტაბილურობასა და წარმატებას, რომელსაც ისინი ცხოვრებაში აღწევენ. ისინი ხანდახან ბევრს ტრაბახობენ სამუშაოთი და წარმატებებით, რაც ხალხს განიზიდავს. მათ ფარული თავდაუჯერებლობა აქვთ და რეალურად ძალიან აინტერესებთ სხვისი აზრები მათ შესახებ. ამიტომ აქვთ ცუდი ჩვევა - ჭორაობა სხვებზე ფაქტებით და არა აზრებით. პესიმისტები არიან და ნებისმიერ სიტუაციაში ყველაზე ცუდ დასასრულს ელიან.

მერწყული 20.01-18.02
კიდევ ერთი რთულად გასაგები ნიშანი. ერთი მხრივ, ისინი კარგი მეგობრები არიან მათი კონტაქტურობისა და მრავალმხრივი ცოდნის წყალობით, თუმცა უჭირთ ემოციების გამოხატვა, რაც ართულებს მეგობრებისა და პარტნიორების შენარჩუნებას. ისინი იზიზღებენ ყველაფერს, რაც ბანალური და ჩვეულებრივია, მუდმივად თავგადასავლები და მოგზაურობა სწყურიათ. უჭირთ ერთ ადგილას ყოფნა და საქმეებსა და ვალდებულებებზე კონცენტრაცია, რაც უბრალოდ დღევანდელი ცხოვრების ნაწილია. ხშირად, ადამიანებს ისინი მიუწვდომლები ჰგონიათ, რადგანაც მერწყულები გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ და რეალურს უგულებელყოფენ.

თევზები 19.02-20.03
ემოციური, მგრძნობიარე და მიმნდობი წყლის ნიშანი, რომელსაც უყვარს შემოქმედებითი გადმოცემები და მუდმივად სხვების დახმარებისკენ მიისწრაფიან. თუმცა, თევზები, კირჩხიბის მსგავსად, ვერ უმკლავდებიან ემოციებს, რომლებიც მათ ხელ-ფეხს უკრავს. ისიც კანიდან გაძვრება სხვის დასახმარებლად, თუმცა საკუთარი მოთხოვნილებები ავიწყდება. უჭირთ რეალურ ცხოვრებასთან პირისპირ შეხვედრა და ნებისმიერი შესაძლებლობისთანავე მას თავს არიდებენ. თუ ისინი შემოქმედებით გამოსავალს ვერ იპოვიან, ცხოვრებისგან გაქცევის სურვილი მათ უბედურებას მოუტანს, თუ ფრთხილად არ იქნებიან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები