ოპტიკური ილუზია: ეს ფოტოები სხვადასხვა კუთხით არ არის გადაღებული

Загрузка...

დისკუსიის ახალ ობიექტად Reddit-ზე მომხმარებელ djeclipz-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო იქცა, რომელიც ორი შეერთებული ფოტოსგან შედგება. ერთი შეხედვით გვგონია, რომ ეს ფოტოები სხვადასხვა კუთხიდანაა გადაღებული, თუმცა, ვცდებით.

ოპტიკური ილუზია: ეს ფოტოები სხვადასხვა კუთხით არ არის გადაღებული

პირველ კადრში გზა პირდაპირ მიდის, მეორეში - მარჯვნივ, ასე არ არის? თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე ფოტოა, ქუჩები კი ერთმანეთის პარალელურია.

პერსპექტივისა და დახრილობის კუთხის გამო, ჩვენი ტვინი ფიქრობს, რომ გზის წინა მხარეები ერთმანეთს უნდა შეუერთდეს. ამ ხრიკს გულმოდგინედ შეისწავლიდნენ მეცნიერები: ფრედერიკ კინგდომი, ალი იონესი და ელენა გეორგიუ. მათ შექმნეს ოპტიკური ილუზია - "დაცემადი კოშკი".

ოპტიკური ილუზია: ეს ფოტოები სხვადასხვა კუთხით არ არის გადაღებული

კოლაჟზე გამოსახულია ორი ფოტო ცნობილი პიზის კოშკისა, რომლის ერთ მხარესაც კოშკი სწორია, მეორეზე კი მარჯვნივ დახრილი. აღმოჩნდა, რომ რეალურად ეს ერთი და იგივე კადრია. როგორც ჩანს, ჩვენი ტვინი ორგანზომილებიან ფოტოს სამგანზომილებიანად აქცევს.

ხანდახან, ჩვენი მხედველობა გვაიძულებს, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში არ არის. აბსოლუტურად ბრტყელი ზედაპირიც კი შეიძლება ჩაღრმავებული მოგვეჩვენოს, სინამდვილეში კი დერეფანში არავითარი ღრმული არაა. საქმე სწორად შერჩეულ ფილებშია.

ოპტიკური ილუზია: ეს ფოტოები სხვადასხვა კუთხით არ არის გადაღებული

თქვენც გეჩვენებათ, რომ ფოტოები კოლაჟებზე სრულიად განსხვავებულია? აი, ასე გვატყუებს ჩვენი საკუთარი ტვინი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები