7 ტრენდი, რომლებიც 2018 წელს უნდა დავივიწყოთ
მოდა არამდგრადია - მუდმივად იცვლება. საკმარისია, რომელიმე ტრენდს შევეგუოთ და უკვე მასთან განშორება გვიწევს, სხვა შემთხვევაში, უგემოვნოდ ჩაგვთვლიან. არსებობს ისეთი ტრენდებიც, რომლებიც მუდმივად მოდაშია - ჯინსები, თეთრი მაისური და პატარა შავი კაბა, თუმცა სხვა ტრენდები მოდაში არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში ჩერდება.
არ ღირს განაწყენება - ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოდა ბრუნავს. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 ტრენდს, რომლებიც 2018 წელს მომავლისთვის უნდა შევინახოთ.
- ჯინსები დიდი ზომის ხვრელებით

მსუბუქი ნაქექები ჯერ კიდევ დასაშვებია, მოდაშია "დედიკოს ჯინსებიც"(სწორი, მაღალწელიანი, თავისუფალი დაფარვის შარვლები). აი მასიურად დახეულ ჯინსებზე კი წელს უარი უნდა თქვათ, თუ არ გინდათ, რომ უგემოვნოდ გამოიყურებოდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ტოპების ჩაცმაზე ყველა ქალბატონი არ წასულა, იგი მაინც მოძველდა, თუმცა სპორტ-დარბაზში ისევ შეგიძლიათ მისი ჩაცმა. კროპ-ტოპების ნაცვლად ახლა მოდაშია კაბები და მაისურები, რომლებიც წელის არეში ღიაა.

ამ ტრენდმა ჯერ კიდევ 2017-ში დაიწყო პოზიციის დათმობა, თუმცა, თუ ვინმეს გამოსამშვიდობებლად დიდი დრო დასჭირდა, ახლა ნამდვილად მოვიდა ამის დრო. თუ ყურადღების მიქცევა გსურთ, მოდაში ისევ მასიური, დეკორატიული საყურეები შემოვიდა.

ეს გარდერობის სპორტული ნივთია, რომელსაც ყოველდღიური სტილის შესაქმნელად იყენებდნენ. ახლა ისინი მხოლოდ ვარჯიშებზეა დაშვებული და ადგილს კლასიკურ, სწორ შავ შარვალს უთმობენ.

ბევრს დაწყდება გული ამ საყვარელ ქურთუკზე, თუმცა იგი მოდიდან გადავიდა. საქმე ისაა, რომ ცნობილი დიზაინერები მას ძალიან ხშირად იყენებდნენ და ძალიან სწრაფად მოძველდა. ბომბერი ამერიკელი სპორტსმენების ქურთუკად დარჩა. მათი ჩანაცვლება დიდი ზომის ჟაკეტებით, ანორაკითა და ე.წ. "ვეტრავიკებით".
ეს ტრენდი წარმოუდგენლად არაკომფორტულია, თანაც ხშირად აჩენდა მხრებს ასიმეტრიულს. დროა ასეთ ზედებს დაემშვიდობოთ.

მოდაში ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვაა, ამიტომაც, ნატურალური ბეწვის ქურქი დეკორატიულმა ბეწვმა ჩაანაცვლა, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა. თუ ქურქები გიყვართ, აღარ მოგიწევთ მათში უამრავი ფულის გადახდა - სამაგიეროდ, მაინც ისეთივე დახვეწილი იერი გექნებათ.
მკითხველთა შთაბეჭდილებები