არასტანდარტული, მაგრამ ძალიან საინტერესო ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის
ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ზოდიაქოს ნიშნების სტანდარტული აღწერილობა ზუსტად არ ასახავს მათ პიროვნებას. იქნებ, თქვენი უფრო ზუსტი დახასიათება ამ 12 ფსიქოტიპში იპოვოთ, რომელსაც OXOTV-ის რედაქცია დღევანდელ მასალაში გთავაზობთ.
თითოეული მათგანი უკავშირდება კონკრეტულ ნიშანს, თუმცა არაფერი აქვს საერთო დაბადების თარიღთან. ეს ჰოროსკოპი აგიხსნით, თუ რატომ შეიძლება ქალი, მაგალითად, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაიბადოს და ლომის ნიშნის თვისებებს ატარებდეს.
- ქალი-ქარიშხალი (ვერძის ფსიქოტიპი)
თავისუფალი, არამუდმივი და არაპროგნოზირებადი პიროვნებაა. ყურადღებას წამის მეასედებში მაგნიტივით იპყრობენ. ამ ალქაჯთან შეხვედრის შედეგების წინასწარ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. ასეთ ქალთან უსაფრთხოდ ურთიერთობას მხოლოდ ის მამაკაცი შეძლებს, რომელსაც რისკი უყვარს.
ისინი არასდროს არაფერს ყრიან - მათი ჰობი შემგროვებლობაა. ცხოვრების დევიზი - ოდესმე გამომადგება. მათთვის საუკეთესო გართობა შოპინგია. ამ ტიპის ქალებს თავიანთი თაყვანისმცემლების კოლექცის შეგროვებაც უყვართ.
ისინი წარმოუდგენლად ჰარმონიული და მკვეთრები არიან, თუმცა ამ ყველაფერს მაშინვე ვერ განარჩევენ. ამ ლამაზმანებთან თავს ყოველთვის ისე იგრძნობთ, როგორც ბავშვის დაბადების დღეზე. მათი ოჯახური ცხოვრება ხმაურიანი და ქაოტურია, თუმცა - დღესასწაულია!
ისინი მარტივად იწყებენ ტირილს ნებისმიერ უმნიშვნელო მიზეზზე, სამაგიეროდ, თითქმის არასდროს აწყობენ ისტერიკას. ისინი ნამდვილი მეოცნებე და რომანტიკოსები არიან და ელოდებიან მას, ვინც ნამდვილად გახდება მათი მზე.
იციან თავის ფასი. მათი ბზინვარება თვალს მოგჭრით. ხანდახან, ასეთი ქალბატონები ქედმაღლებად გვეჩვენება, თუმცა ისინი მხოლოდ სხვებს კი არა, საკუთარ თავსაც მაქსიმუმს სთხოვენ. მათთვის კატეგორიულად აკრძალულია ოთხ კედელში გამოკეტვა. სახლში ისინი "იჟანგებიან" და ჩვეულებრივ ბიჟუტერიას ემსგავსებიან.
მათ ყველაფერი ჩაწერილი, გაწერილი და დალაგებული აქვთ თავ-თავიანთ ადგილას. არ აღიარებენ გამონაკლისებს წესებში და ცუდად იღებენ გაუთვლელ სიტუაციებს. ისინი ერთგულები, საიმედოები და სწორედაც, რომ ქორწინებისთვის არიან შექმნილნი. არ ღირს მათი ნდობის დამსხვრევა.
ისინი უშფოთველები და მშვიდები არიან, როგორც ლავანდის ველები საფრანგეთში. მათ გვერდით მარტივია მოდუნება და ყოველდღიური პრობლემების დავიწყება. ეს ქალბატონები ყოველთვის მზად არიან, მიიღონ ახლობლები ისეთებად, როგორებიც არიან, ყველა მათი გადახრითა და ნაკლით. ბევრი ქმარი თვლის, რომ მათი ცოლი -
"ჩუმი ხეობა" ნამდვილი პრიზია კარგად მოქცევისთვის.
ისინი გოთიკური ფოტოების პერსონაჟებს ჰგვანან. მათში რაღაც საშიში ჩანს, თუმცა, სწორედ ესაა მათი წარმოუდგენელი მიმზიდველობის საიდუმლო. ასეთ ქალებთან ურთიერთობა საშიშ ზღაპარს გავს - საშინლად გეშინიათ, მაგრამ მისი მოსმენა მაინც ბოლომდე გსურთ.
ისინი ისეთივე მყარი და მბასრი არიან, როგორიც დამასკოს დანა. წარმოუდგენლად სამართლიანი, პირდაპირი, ირონიული და სარკასტული ქალი მხოლოდ მასთან გამონახავს საერთო ენას, ვისაც "სიტყვებისთვის ჯიბეში არ უნდა უძვრებოდე". მათ გვერდით გაძლებენ ის მამაკაცები, რომლებსაც არამხოლოდ სიმართლის, არამედ საერთოდ არაფრის ეშინიათ.
ამ ქალის სიყვარულისა და გულის დაპყრობას დიდი დრო სჭირდება. იმისათვის, რომ "მთის მწვერვალს" მიაღწიონ, მამაკაცებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, მაგრამ, თუ ამას შეძლებენ, ფრენის შეგრძნება გარანტირებული აქვთ. ქალ-მთებს შეუძლიათ, სამყარო ზეციდან დაგანახოთ - მთავარია, თავბრუ არ დაგეხვეთ.
მათთან ერთად შეგიძლიათ კვლევა ჩაატაროთ. ამ ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაურეკოთ იმისთვის, რომ უბრალოდ ეჭორაოთ ან დახმარება სთხოვოთ. ისინი ისეთივე გულუხვები და უანგაროები არიან, როგორიც შუქურის სინათლეა. ვინ იტყოდა უარს ასეთ მეგზურზე?
მათ მტვრევადობასა და სინაზეში რაღაც წარმოუდგენლად ლამაზი და მიმზიდველია. მათზე მუდმივად უნდა იზრუნოთ და ცხოვრებისეული დარტყმები უნდა ააცილოთ. ქალი-ორქიდეა ნამდვილი საჩუქარია ძლიერი სულისა და სხეულის მქონე მამაკაცებისთვის.
[ol]
მკითხველთა შთაბეჭდილებები