17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

Загрузка...

იცოდით, რომ ჩარლი ჩაპლინი ერთხელ ჩარლი ჩაპლინის მიმსგავსების შეჯიბრზე მესამე ადგილზე გავიდა? აი, რა ძალა აქვს მაკიაჟს. მას ადამიანის გარდასახვა და სრულიად სხვა პიროვნების ჩამოყალიბება შეუძლია.

ცნობილმა ქალბატონებმა გაგვანებივრეს მათი ლამაზი, თუმცა ნაკლებად გლამურული, უმაკიაჟო სახეების ჩვენებით, რომლებსაც დღეს OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ.

  1. გალ გადოტი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    როცა სამყაროს გადარჩენით არ არის დაკავებული ქალი-საოცრების როლში, გალი დროს თავის ორ ქალიშვილთან ერთად ატარებს. მართალია, მის პერსონასთან შედარებით, გალი რთული ამოსაცნობია, თუმცა იგი მაინც ძალიან ლამაზად გამოიყურება გოგონებთან ერთად მულტფილმის ყურებისას.

  2. ჯენიფერ ლოპეზი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    ჯენიფერ ლოპეზი თუ ჯეი-ლო, როგორ მას ფანების უმრავლესობა უწოდებს, არის ქალბატონი, რომელიც ბევრ ქუდს ატარებს. იგი მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე და დიზაინერია. ფოტოზე ხედავთ მის სახეს კულისებში, სცენაზე გასვლამდე. თქვენი აზრით, რომელია უფრო ლამაზი - ჯენიფერი მაკიაჟის გარეშე თუ ჯენიფერი მაკიაჟით?

  3. ბრიტნი სპირსი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    "პოპის პრინცესა", როგორც მას უწოდებენ, აღმოჩნდა, რომ სახლში უმაკიაჟოდ ყოფნას ამჯობინებს. მაინც საკმაოდ გლამურულად გამოიყურება, არა?

  4. ქერი ანდერვუდი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    3 "გრემის" მფლობელი ქერი ანდერვუდი ნიჭისა და სილამაზის უნიკალური კომბინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ უმაკიაჟოდ მისი ცნობა რთულია, იგი მაინც ლამაზად გამოიყურება დარბაზში ყოფნისას.

  5. სინდი კროუფორდი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    როგორც 80-90-იანი წლების სუპერმოდელი, სინდი ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა Elle, People, და Vogue, 500-ჯერ მაინც გამოქვეყნებულა, ამიტომაც რთულია იმის დაჯერება, რომ მას ოდესმე აქვს მაკიაჟის დრო. საბედნიეროდ, მან პოსტ-სპა ფოტო გაგვიზიარა.

  6. დრიუ ბერიმორი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    დრიუ მუდმივად ცდილობს, ბუნებრივი იყოს, როცა ფილმს არ იღებენ, ამიტომ, ეს მისი პირველი უმაკიაჟო ფოტო არაა. თანაც, იგი გაცილებით საყვარლად გამოიყურება, ვიდრე მაკიაჟიან, სექსუალურ ფოტოებში.

  7. ივანკა ტრამპი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    ჩვენ მას ყოველთვის მაშინ ვიხსენებთ, როცა თავის მამასთან - აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთადაა, თუმცა იგი ხშირად გვთავაზობს ბუნებრივ ფოტოებს.

  8. თაირა ბენქსი
    17 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერც კი იცნობთ

    თაირა ბენქსი Time-ის მიერ ხალხში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად ითვლება და უმიზეზოდ ნამდვილად არა. ეს მისი სიძლიერეა, რომ ინსტაგრამზე იგი უმაკიაჟო ფოტოებს აქვეყნებს. მაშინ, როცა ხალხი თვლის, რომ ეს "უხეშობაა", ჩვენ ასე ნამდვილად არ ვფიქრობთ.

    გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები