იდეალური წყვილი - თაფლისა და დარიჩინის 7 სასარგებლო თვისება

Загрузка...

თაფლი და დარიჩინი - ეს ის პროდუქტია, რომელიც თითქმის ყველა სამზარეულოში მოიძებნება. ჩვენი უმრავლესობისთვის ისინი სითბოსა და აღმოსავლურ პიკანტურ სანელებლებთან ასოცირდება. ყველას გაგვიგია თაფლისა და დარიჩინის სასარგებლო თვისებები ცალ-ცალკე, თუმცა, ყველამ როდი იცის ამ კომბინაციის დადებითი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამ დუეტის სამკურნალო თვისებებს აღიარებენ არამხოლოდ ანტიკური, არამედ თანამედროვე მეცნიერებიც.

იდეალური წყვილი - თაფლისა და დარიჩინის 7 სასარგებლო თვისება

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თაფლისა და დარიჩინის 7 სასარგებლო თვისებას:

  1. ართრიტის პროფილაქტიკა
    ექიმები ართრიტის დროს პაციენტებს 1 ჭიქა წყალში გახსნილ 2 ს/კ თაფლისა და 1 ჩ/კ დარიჩინის ნარევის მიღებას ურჩევენ ყოველდღიურად. იგი გაგიქრობთ მტკივნეულ შეგრძნებებს და თავიდან აგაცილებთ ქრონიკულ ართრიტს.

  2. საჭმლის მონელების პრობლემის გადაჭრა
    იდეალური წყვილი - თაფლისა და დარიჩინის 7 სასარგებლო თვისება

    2 ს/კ თაფლთან შერეული დაფქული დარიჩინი დაგეხმარებათ საჭმლის მონელებასა და ათვისებაში, შეამცირებს მჟავიანობას, მუცლის შებერილობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხელს შეუშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას.

  3. გრიპის პროფილაქტიკა
    თაფლსა და დარიჩინს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნიათ, ამიტომაც ეფექტურია მათი მიღება მძიმე რესპირატორული სინდრომისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს. შეურიეთ ჩ/კ-ის მეოთხედი დაფქული დარიჩინი ამავე რაოდენობით თაფლს და მიიღეთ დღეში სამჯერ.

  4. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
    თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ზრდის მათ ელასტიურობას ასაკოვან ადამიანშიც კი. ამას გარდა, მას შეუძლია "ცუდი" ქოლესტერინის დონის შემცირება, რაც ხელს უშლის ინსულტისა და ინფარქტის გაჩენას. 3 ჩ/კ დარიჩინი და 2 ს/კ თაფლი 2 ჭიქა წყალში გახსენით და მიიღეთ ეს ნარევი დღეში სამჯერ.

  5. კანის დაავადებების პროფილაქტიკა
    იდეალური წყვილი - თაფლისა და დარიჩინის 7 სასარგებლო თვისება

    მოცემული კომბინაცია წარმატებით უმკლავდება ეგზემასა და სოკოვან ინფექციებს. ამისათვის, თანაბარი პროპორციებით შეურიეთ თაფლი და დარიჩინი და წაისვით პრობლემურ ზონებზე. ამას გარდა, ასეთი მასა ეფექტურია გამონაყარისა და კანის გაღიზიანების შემთხვევაშიც.

  6. ახალგაზრდობის გახანგრძლივება
    თაფლისა და დარიჩინის კომბინაციის მიღება აძლიერებს ტვინის ცხოველქმედებას, მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას, ასევე, აძლიერებს იმუნიტეტს და ეხმარება ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში. ნახევარი ს/კ თაფლი გახსენით ჭიქა წყალში და დაუმატეთ დარიჩინი. ამ ხსნარის მიღება რეკომენდებულია უზმოზე და სადილის შემდეგ.

  7. გახდომა
    იდეალური წყვილი - თაფლისა და დარიჩინის 7 სასარგებლო თვისება
დარიჩინი თაფლთან ერთად ძველი დროიდან გამოიყენება ჭარბ წონასთან საბრძოლველად. ამ პროდუქტების შერწყმა არამხოლოდ ებრძვის ცხიმოვან ფენებს, არამედ წმენდს ნაწლავებსაც. საჭმლისმომნელებელი პროცესების ნორმალიზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტოქსიკური ნარჩენებისა და დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისგან გათავისუფლების ხარჯზე, თქვენი გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები