როგორ გავწმინდოთ ტაფა ნადებისგან სწრაფად და მარტივად

Загрузка...

სულ ცოტა ხნის წინ შეიძინეთ ახალი ტაფა და უკვე სავსეა ნადებით. რომელ დიასახლისს არ დასწყდებოდა გული ამაზე? ან, კიდევ ერთი შემთხვევა - ნადებიანი ტაფა ჩაგივარდათ ხელში, გადასაგდებად გენანებათ, არადა გასაწმენდად ძალა არ გაქვთ.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ამ პრობლემისგან დაღწევის ეფექტურ საშუალებას, რისთვისაც დაგჭირდებათ:

  • 5ლ წყალი'
  • 100 გრ კალცინირებული სოდა;
  • 100 გრ სილიკატური ან საკანცელარიო წებო (გამოგადგებათ თხევადი შუშაც);
  • 100 გრ მდოგვის ფხვნილი.

    [ჩაიცვით ხელთათმანები და გახსენით ფანჯრები]

    აადუღეთ წყალი და გახსენით ინგრედიენტები თანმიმდევრობით, თან საგულდაგულოდ მოურიეთ. მოხსენით ტაფას პლასტმასის ხელი და გადადეთ გვერდზე, ტაფა კი მდუღარე წყალში ჩადეთ(დარწმუნდით, რომ იგი წყლითაა დაფარული). დააფარეთ თავსახური და ხარშეთ ჭურჭელი 15-20 წუთის განმავლობაში, თუ ნადები საუალოა. დაელოდეთ 1 საათით, თუ ნადები სქელი და ძალიან ძველია.

    გააგრილეთ წყალი და ამოიღეთ ტაფა. ნადები მოხსენით დანით, მეტალის ღრუბლით და ნებისმიერი სარეცხი საშუალებით. დიდი დრო არ დაგჭირდებათ. რადგან ნადები დიდ ფილებად დაიმსხვრევა.

  • მკითხველთა შთაბეჭდილებები