ფეხმძიმედ არ ხართ, ტესტი კი დადებითია - ამ გაუგებრობის გამომწვევი 15 მიზეზი

Загрузка...

ფეხმძიმობის ტესტები, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქშია ხელმისაწვდომი, საკმაოდ საიმედოა. მათ უმრავლესობას ფეხმძიმობის დადგენა 97% სიზუსტით შეუძლიათ. ტესტი ჰორრმონის(ქორიონული გონადოტროფინის) რაოდენობის დადგენის პრინციპით მუშაობს.

არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს, რეალურად კი ფეხმძიმედ არ ხართ. OXOTV-ის რედაქცია დღევანდელ მასალაში ამ შემთხვევის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრებს.

  1. საკვერცხეების პოლიკისტოზი
    ფეხმძიმედ არ ხართ, ტესტი კი დადებითია - ამ გაუგებრობის გამომწვევი 15 მიზეზი

    ამ დაავადებების დროს, საკვერცხეებში ფორმირდება კისტები(ღრმული წარმონაქმნები, რომლებიც საკვერცხეების ფუნქციონირებას არღვევს), რომლებსაც ადამიანის ქორიონული გონადოტროფინის გამომუშავება შეუძლია. შარდში აღმოჩენილი ეს ჰორმონი ტესტზე დადებით პასუხს აჩვენებს.

  2. მედიკამენტები
    ჰორმონალურმა დანამატებმა(მაგალითად, გონადოტროფინმა), შესაძლოა, ტესტზე ცრუ-დადებითი პასუხი გამოიწვიოს. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები აფერადებს შარდს, რასაც, ასევე, შეუძლია იმოქმედოს ფეხმძიმობის ტესტზე. იგივე ეხება რიფამბიცინს - ტუბერკულოზის მკურნალობის დროს გამოსაყენებელ მედიკამენტს და ზოგიერთ პრეპარატს, რომელიც პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. სულფასალადინსა და პირიდიუმსაც შეუძლიათ, ტესტი შეცდომაში შეიყვანონ.

  3. ქიმიური ფეხმძიმობა
    ეს არის არასიცოცხლისუნარიანი ფეხმძიმობის მდგომარეობა(მაგალითად, ექტოპიური - როცა ემბრიონი საშვილოსნოს ღრუს სცდება). ამ შემთხვევებში, ტესტი დადებითს აჩვენებს, თუმცა, ემბრიონი სპონტანურად სწყდება დედის ორგანიზმს. აბორტების დაახლოებით 25% შეუმჩნევლად ხდება, რადგანაც იგი მენსტრუალური გამონადენის სახელით "ინიღბება".

  4. საკვები
    ფეხმძიმედ არ ხართ, ტესტი კი დადებითია - ამ გაუგებრობის გამომწვევი 15 მიზეზი

    ხელოვნურ და ნატურალურ საღებავებს, რომლებიც საკვებ პროდუქტებშია, შეუძლიათ ტესტზე ცრუ-დადებითი შედეგის გამოტანა. ასეთივე შედეგი შეიძლება მიიღოთ კურკუმას, ბოლოკის, მაწყვისა და რევენდის მიღების შემდეგაც. უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი და მოშარდოთ არანაკლებ 3ჯერ ფეხმძიმობის ტესტის გაკეთებამდე.

  5. ტესტის არაკორექტული გამოყენება
    ზედაპირის ანალიზი გაშრობიდან გარკვეული დროის შემდეგ, ვადაგასული ტესტის გამოყენება ან მსგავსი შეცდომები შესაძლოა არასწორად აისახოს ტესტზე.

  6. საშარდე გზების ინფექციები
    შარდგამომყოფი გზების დაავადებები(შარდკენჭოვანი დაავაადებები, ინფექციები) იწვევს შარდის გაუფერულებას. როცა დიაბეტით დაავადებულ ადამიანს შარდში კეტონური სხეულები უჩნდება, სითხე მოშავო ფერს იღებს. ყველა ამ მდგომარეობას შეუძლია ცრუ შედეგი მოგცეთ.

  7. ინ ვიტრო განაყოფიერება და უნაყოფობის მკურნალობის სხვა მეთოდები
    უშვილობის მკურნალობის დროს, ქალის ორგანიზმში შეჰყავთ ჰორმონები, რომლებიც სუპეროვულაციას იწვევს. ეს იმისთვის კეთდება, რომ ერთი კვერცხუჯრედი მაინც დარჩეს ჯანსაღი. საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროცესში კეთდება უამრავი ჰორმონალური ინექცია, რომელიც ქორიონულ გონადოტროფინს წარმოშობს. დაახლოებით 12 დღეა საჭირო იმისთვის, რომ ჰორმონები საწყის დონეს დაუბრუნდნენ. მსგავსი ჩარევების შემდეგ მალევე ფეხმძიმობის ტესტის გაკეთება ცრუ შედეგს გამოიწვევს.

  8. ვადაგასული ტესტი
    ფეხმძიმედ არ ხართ, ტესტი კი დადებითია - ამ გაუგებრობის გამომწვევი 15 მიზეზი

    ფეხმძიმობის ვადაგასული ტესტი შესაძლოა, ასევე, გახდეს ცრუ შედეგის მომცემი.

  9. გაყინული ფეხმძიმობა
    ასეთი ფეხმძიმობა მოშორებასავით მარტივი არაა. ზოგ შემთხვევაში, მკვდარი ნაყოფი საშვილოსნოს ღრუში რჩება და, თუ პლაცენტა ისევ ფუნქციონირებს, ორგანიზმში ისევ გამოიყოფა გონადოტროფინი, შესაბამისად, ტესტი დადებითს აჩვენებს.

  10. ტესტზე აორთქლების ხაზის გაჩენა
    ეს შემთხვევა ნამდვილად არასასურველია, რადგანაც ტესტი შედეგს არ მოგვცემს. ერთადერთი გამოსავალი ახალი ტესტის გაკეთებაა. ეს ხაზები ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ტესტს იმაზე დიდხანს გააჩერებთ სითხეში, ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში.

  11. სისხლდენა იმპლანტაციის(ნაყოფის საშვილოსნოში ჩაზრდა) დროს
    ფეხმძიმედ არ ხართ, ტესტი კი დადებითია - ამ გაუგებრობის გამომწვევი 15 მიზეზი

    თუ ტესტს იმპლანტაციის დროს გაიკეთებთ, შარდში შესაძლოა სისხლის შეგუბებებიც შენიშნოთ, ტესტი კი არასწორ შედეგს გიჩვენებთ.

  12. ტესტის არასწორ დროს ჩატარება
    თუ ტესტი ძალიან ადრე გაიკეთეთ, შესაძლოა, მიიღოთ როგორც ცრუ-უარყოფითი, ისე ცრუ-დადებითი შედეგიც. არასწორ შედეგს მიიღებთ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბების მიღების შემთხვევაშიც.

  13. სპონტანური აბორტი
    გონადოტროფინის დონე ორგანიზმში სპონტანური აბორტიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იკლებს. ბავშვის მოწყვეტის შემდეგ ტესტის გაკეთებამ შესაძლოა ცრუ-დადებითი შედეგი გიჩვენოთ. აი, რატომ არ იციან ქალბატონებმა სპონტანური აბორტის შესახებ.

  14. შედეგების არადროული შეფასება
    ტესტის გაკეთებიდან 10 წუთის შემდეგ მისი შეფასება ცრუ-დადებით შედეგს გიჩვენებთ საღებავის გამოთავისუფლების გამო.

  15. ჩასახვისსაწინააღმდეგო აბების გამოყენება საშვილოსნოსშიდა სპირალის არსებობისას
    ჩასახვისსაწინააღმდეგო ტაბლეტებს გონადოტროფინის დონის ამაღლება შეუძლია, თუმცა არა ყოველთვის. ხანდახან, კონტრაცეპტივებს შეუძლია ფეხმძიმობის სიმპტომების შექმნაც. ზოგ შემთხვევაში, ჰორმონის დონის მატება საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოღების შემდეგ შეიმჩნევა.

    როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ცრუ შედეგები?
    • ჩაიტარეთ ტესტი სწორად;
    • ჩაიტარეთ ტესტი მხოლოდ ფეხმძიმობის სიმპტომების გაჩენის შემდეგ;
    • მოერიდეთ იმ საკვების მიღებას, რომელიც ბუნებრივ ან ხელოვნურ საღებავს შეიცავს;
    • შეაფასეთ შედეგი იმ დროის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე;
    • შედეგის მიღების შემდეგ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები