დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

Загрузка...

შესანიშნავი მსახიობისა და მრავალშვილიანი დედის ფანებს მუდმივად უკვირთ, როგორ ასწრებს ეს ულამაზესი და გამხდარი ქალი ამდენ საქმეს ერთდროულად: საკუტარ სარეჟისორო პროექტებზე მუშაობას, შვილების მოვლას, კომპანიაში სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებას, ბავშვებისთვის გასართობი ტურების მოწყობასა და ჰუმანიტარულ საკითხში აქტიურად განვითარებას.

დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

სულ ახლახან, მსახიობმა თავისი ბოლო ნამუშევარი "მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს" წარუდგინა საზოგადოებას. ფილმი კამბოჯასა და მეზობელ რესპუბლიკებში გაბატონებულ უსამართლობას ეძღვნება. ანჯელინასთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. იგი ყვება, თუ რისი გადატანა უხდებოდა ყოველდღე მისი ვაჟის, მედოქსის წარმომავლობის ხალხს.

დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

სიკეთის ელჩი ანჯელინა გაერთიანებული ერების კომისარმა იორდანიაში გაგზავნა, რათა ყურადღება გაემახვილებინა პოლიტიკური სა საზოგადოებრივი სამყაროსთვის. იქ ხომ სირიელები დღემდე ჰუმანიტარული ფონდების მიერ აგებულ ბანაკებში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. შეგახსენებთ, ამ მივლინებაში ენჯის ქალიშვილები, შაილო და ზაჰარა ახლდა.

მსახიობის მხრებზე უკვე 60-მდე მისიაა, რომელთა შორისაც არის ლიბიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, რუანდისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შესრულებული მისიებიც. ერთ-ერთი მისია გახლავთ ბრიტანეთის მიდამოებში სექსუალური ძალადობის დაგმობის მოწოდება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად ანჯელინაა.

ოფიციალური გამოსვლის მონაწილე ანჯელინას, გამომდინარე იქედან, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ პროგრამებში, დიდი ალბათობით, ლონდონში გადასვლა მოუხდება. ფაქტია, იგი უკვე ეძებს იქ მყუდრო საცხოვრებელს. ძირითადად, ამ მოვლენების განვითარების ამ ვერსიას პოპულარული რესურსი New Idea უზრუნველყოფს. წყაროს შემქმნელების თქმით, პოლიტიკური მიზეზის გარდა, ანჯელინა ლონდონში გადასვლაზე იმიტომ არ ამბობს უარს, რომ მასსა და პიტს შორის ჯერ კიდევ უთანხმოებაა - ბრედმა შვილებს თავისი ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ ენისტონი გააცნო. ასევე, ის ფაქტიც შეიძლება დიდ როლს თამაშობდეს ამაში, რომ ფილმმა "მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს", შემქმნელების მოლოდინი არ გაამართლა.

დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

ამავდროულად, ავტორიტეტულმა წყარომ - People-მა გამოაქვეყნა სრულიად საწინააღმდეგო ვერსია, რომელსაც არანაკლებ სანდო წყაროები(მაგალითად, Gossip Cop-ი) ეთანხმება. მათი მონაცემებით, ანჯელინა ისევ აპირებს ეკრანებზე გამოჩენას, ვინაიდან იგი 2014 წელს გამოსული ფილმის "მალფიციენტის" გაგრძელებას გეგმავს. ცნობილ დედასთან ერთად, ფილმში ბრედისა და ჯოლის უმცროსი ქალიშვილი, ვივიენიც ითამაშებს.

დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

თვითონ მსახიობი არავითარ კომენტარს არ აკეთებს სიტუაციასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს , ანჯელინას გულშემატკივრები აუცილებლად გაიგებენ, რომ ამ გამხდარი ქალის მხრებზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა დევს. მრავალშვილიანი დედა მარტოხელა და აქტიური საზოგადო მოღვაწეა, ამიტომაც, იგი ვერ შეძლებს საკუთარი სამსახიობო კარიერისთვის იმდენივე დროის გამოყოფას, რამდენსაც აქამდე ახერხებდა. ვიმედოვნებთ, იგი შეძლებს ცხოვრების ყველა სფეროში ბალანსის შენარჩუნებას.

დაასრულებს თუ არა ანჯელინა ჯოლი თავის კარიერას ჰოლივუდში პოლიტიკის გამო

მკითხველთა შთაბეჭდილებები