ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

Загрузка...

ადამიანის ფიზიკური და კოგნიტური შესაძლებლობები სასტიკად განსაზღვრულია. თუმცა, ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ ეს ჩვენი ტვინი ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს. ადამიანები, რომლებმაც ეს ზღვარი გადალახეს, ამტკიცებენ, რომ საზღვრები არაფერია, თუ არა ილუზია.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 10 ადამიანს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერია.

  1. ჯოშ სანდსქვიტმა შეძლო, გამხდარიყო პარალიმპიელი(სპორტსმენი ინვალიდთა საერთაშორისო შეჯიბრში) ფეხის დაკარგვის შემდეგ
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

  2. ჯორჯ დენციგმა მათემატიკური ამოცანა შემთხვევით ამოხსნა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    როცა ჯორჯი კალიფორნიის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კანდიდატურაზე იყო, მან სტატისტიკის გაკვეთილზე დააგვიანა. დაფაზე ორი სტატისტიკის თეორემა დაინახა, რომლებიც დავალებაში აერია. მან შეიმუშავა მტკიცებულებები ამ თეორემებისთვის, რომლებიც მანამდე "ამოუხსნელად" ითვლებოდა. ორივე თეორემა, მოგვიანებით, მისი დისერტაციის ნაწილი გახდა.

  3. ჯეისონ ფეჯეტი მათემატიკის გენიოსი ტვინის სერიოზული დაზიანების შემდეგ გახდა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    მას შემდეგ, რაც ჯეისონს ადგილობრივ ბართან უმოწყალოდ გაუსწორდნენ, მან არამხოლოდ საშინელი დაზიანებები მიიღო, არამედ, რეაბილიტაციის შემდეგ მან სამყაროს დანახვა გეომეტრიული ლინზებით დაიწყო. ტრავმამდე იგი ავეჯის გამყიდველი იყო. ტრავმის შემდეგ მას მიეცა უნარი კომპლექსური მათემატიკური ობიექტების წარმოსახვის და ფიზიკის გაგებისა.

    მეცნიერების თქმით, ჯეისონს აქვს იშვიათი სინდრომი შეძენილი სწავლულობისა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ტრავმის შემდეგ ანომალურ უნარს ანიჭებს.

  4. რეინოლდ მესნერი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ევერესტი დამატებითი ჟანგბადის გარეშე დალაშქრა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    რეინოლდმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა. იგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც 8 000 მეტრს დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე მიაღწია. 1978 წელს მეცნიერები და ექიმები თვლიდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა მან ეს მოახერხა. პირველ მწვერვალს 5 წლის ასაკში მიაღწია. ასევე, იგი პირველი ადამიანი იყო, ვინც ევერესტი მარტომ დალაშქრა.

    ზღვის მაღალ დონეზე ჟანგბადის გამოუყენებლობის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ სხეულს წარმოუდგენლად დიდი დატვირთვა აქვს, მუშაობს განუწყვეტლად. შედეგად, ორგანიზმში სისხლის გაცილებით მეტი უჯრედი წარმოიქმნება, სისხლი უფრო ნელა მიედინება და სისხლძარღვებიც ვიწროვდება.

  5. იურ რობიკი 3000 მილიანი ველო-ტრასის ხუთგზის ჩემპიონი გახდა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    ეს სლავი ველოსიპედისტი პირველია, ვინც შეუჩერებლად ველოსიპედით 834.77კმ გაიარა. ამასთან, იგი ცნობილია თავისი გამძლეობით(ერთკვირიანი ველო-ტურნირების დროს მას ღამით მხოლოდ 1 საათი ეძინა). მეცნიერების მიხედვით, იურის ამგვარი გამძლეობა განპირობებულია იმით, რომ მან შეძლო ტვინის მიერ გამოგზავნილი დაღლილობის სიგნალების უარყოფა და უსმენდა მხოლოდ თავის გუნდს, თუ როდის უნდა დაეძინა, როდის უნდა ეჭამა და როდის უნდა გაეგრძელებინა გზა.

  6. ჰერბერტ ნიჩმა წყალში 253 მ-ის სიღრმეზე ჩაყვინთა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    ავსტრალიელმა მყვინთავმა ჰერბერტ ნიჩმა 33 რეკორდი მოხსნა თავისუფალი ყვინთვის დისციპლინაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო მისი ჩაყვინთვა 253.2 მეტრის სიღრმეზე. ამ ჩაყვინთვისას მას დროებით ჩაეძინა ნიტროგენის ნარკოზის გამო და გასცდა დაგეგმილი წნევის საზღვრებს. შედეგად, მას რამდენიმე დეკომპრესიული დაავადების გადატანა მოუხდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ჰერბერტი ისევ აგრძელებს თავისუფალ ყვინთვას.

  7. 56-კგ-იანი ჩულ სუნი "აზიელ არნოლდად" იქცა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    ჩულ სუნი იხსენებს, რომ 20 წლის ასაკში 56 კგ-ს იწონიდა და თანატოლებისგან მუდმივად დამცირებას იღებდა მეტისმეტი სიგამხდრის გამო. მან შეცვლა 12 წლის წინ გადაწყვიტა და ვარჯიში დღეში 3 000 ჩაჯდომით დაიწყო. სწორად შერჩეული დიეტისა და რეგულარული ვარჯიშის წყალობით, იგი ახლა ყველაზე ცნობილი კორეელი ბოდიბილდერია.

  8. რენდი გარნერს 11 დღის განმავლობაში არ ეძინა
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    1964 წელს, 17 წლის რენდის 11 დღისა და 25 წუთის განმავლობაში არ დაუძინია მეცნიერული პროექტის ფარგლებში. ამ დროის განმავლობაში აკონტროლებდნენ მის კოგნიტურ, სენსორულ და ფიზიკურ მდგომარეობას. ექსპერიმენტის ბოლო დღეს იგი კონფერენციასაც კი დაესწრო ამ პროექტის შესახებ და იქ მას არც ყოყმანი და არც საუბრის მოშლა ეტყობოდა. გასაოცარია, მაგრამ 11 დღის უძილობისა და გამოძინების შემდეგ, მას არავითარი დარღვევები არ აღენიშნებოდა.

  9. დოქტორ კაცოლისის IQ 198-ს უდრის
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია

    ევანგელის კაცოლისი ბერძენი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მსოფლიოს ინტელიგენტური ქსელის დამაარსებელია, რომელიც მაღალი ინტელექტის მქონეთათვისაა შქმნილი. IQ-ს საშუალო შედეგი 100 ქულაა და ადამიანები 84-114-ს შორის მერყეობენ, ევანგელისს კი 198 აქვს.

    ევანგელისი თვლის, რომ ეს ძალა ადამიანის გონებას აქვს. იმედოვნებს, რომ მოახერხებს გონებრივი გამოხატვის შემსუბუქებას, პროდუქტიულობის გაზრდას, კრეატიულობის პოპულარიზაციას.

  10. კონცეტა ანტიკო, სხვა ადამიანებთან შედარებით, 100-ჯერ მეტ ფერს ხედავს
    ამ ათმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია
ტეტრაქრომატია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გენის ვარიაცია გავლენას ახდენს თვალის ბადურის ფორმაციაზე. მაშინ, როცა ჩვეულებრივ თვალს მხოლოდ 1 მილიონი ფერის გარჩევა შეუძლია, კონცეტა 100 მილიონ ფერს ხედავს. მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს ეს მუტაცია გენებში.

ანტიკოს საკუთარი გალერეა აქვს სან დიეგოში, სადაც ვიბრაციულ და ფერად ნახატებს ქმნის. სურს შექმნას სავარჯიშო სისტემა ტეტრაქრომატებისთვის, რათა დაინახონ საკუთარი პოტენციალი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები