ფარულმა კამერამ დააფიქსირა თუ როგორ სცემდა ქართველი ძიძა 6 თვის ტყუპებს

Загрузка...

თბილისში, ერთ- ერთ ოჯახში ძიძა 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა. მას შემდეგ, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, ოთახში სათვალთვალო კამერა დააყენეს. ეჭვი გამართლდა და ოჯახის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ უსწორდებოდა ქალი ბავშვებს. ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. „ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს ძალადობა, რომელიც მძიმეა სანახავად.გახსენით და ნახეთ ვიდეო.
47 წლის ქალი უკვე დაკავებულია. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღეს 6 თვის ტყუპებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარეს.
მოძალადე ქალს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სხდომას არ დასწრებია არც ბრალდებულის ოჯახის წევრები და არც ტყუპების მშობლები

მკითხველთა შთაბეჭდილებები