ზეციური საჩუქარი ხალხურ მედიცინას. ქრისტესისხლას უძლიერესი თვისებები ჩვენს სამსახურში

Загрузка...

ქრისტესისხლა (Chelidonium mayus) – ყაყაჩოსებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ან ფოთოლის მოწვეტისას სდის დამახასიათებელი ნარინჯისფერი წვენი. აქვს მრავალღერძოვანი ფესვები. ფოთლები უმეტესად მომრგვალებული ფორმისაა და აქვს მწვანე ფერი, ხოლო ყვავილები ყვითელი.ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, რომელშიც მრავალი, მოშავო–ყავისფერი, პრიალა თესლია მოთავსებული. მისი ყვავილობა მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.
  • სოკოს, ეკზმისა და სირსველის მოსაშორებლად, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლას წვენი, ასევე, ჭარბად შეიზილეთ ეს წვენი დაავადებით დაზიანებულ ადგილებზე. შეზელისთანავე იგრძნობთ ძლიერ ქავილს, თუმცა, წვენის შეწოვისთანავე, ეს გრძნობა ცხრება. როცა ქავილი გაივლის, კიდევ 3-4-ჯერ შეიზილეთ წვენი, 3-5 წუთის ინტერვალებით. ასე იმკურნალეთ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით, რის შემდეგაც, აუცილებლობისამებრ, გაიმეორეთ კურსი. არავითარ შემთხვევაში არ შეახოთ წვენი ჯანმრთელ კანს, რამდენადაც ასე კანის ქსოვილს დააზიანებთ.

  • ქრისტესისხლას წვენით სხეულიდან მეჭეჭების მოშორებაც შეიძლება. ამისთვის, უნდა მიიღოთ 1 ს.კ. წვენი, დააყოლოთ 1 ყლუპი წყალი, დილით უზმოზე, 6 საათე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, შემდეგ 11, 16 და 21 საათებზე, ჭამიდან არანაკლებ 2 საათის გასვლის შემდეგ. კურსი 30 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. შეისვენეთ 10 დღით და გაიმეორეტ მკურნალობის კურსი. ყველა მეჭეჭი გაქრება.

  • თუ ყოველ საღამოს, 10 დღის განმავლობაში, სწორ ნაწლავში ქრისტესისხლას წვენით გაჟღენთილ ბამბას შეიდებთ, ბუასილს განკურნავთ. პირველ ღამეს გაიჩერეთ ბამბა 30 წუთით, მეორე – 45, ხოლო მესამე და შემდეგი – 60-60 წუთით. მკურნალობის დასრულების შემდეგ, გააგრძელეთ ასკილის ზეთით გაჟღენთილი ბამბის შედება, 2 კვირაში ბუასილი განიკურნება.

  • პოლიპებსა და პაპილომას მოიშორებთ შემდეგნაირად: 1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ. ქრისტესისხლას წვენი, შემდეგ კი გაიკეთეთ ოყნა ამ ხსნარით.

  • ქრისტესისხლა არჩევითად გროვდება ღვიძლსა და ნაღველში, ამიტომ მისი შინაგანად გამოყენებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ზუსტად დაიცვათ რეკომენდებული დოზები.

  • ყველა გარეგანი, ხილვადი პოლიპებისა და პაპილომების სამკურნალოდ, ნედლი ქრისტესისხლა გაატარეთ ხორცსაკეპში, დაწურეთ მიღებული მასისგან წვენი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, გასქელებამდე. ყოველდღე დაიმუშავეთ ექსტრაქტით ახალწარმონაქმნები, სრულად გაქრობამდე.
    გთავაზობთ ბრონქული და გულის ასთმის მკურნალობის რეცეპტს ქრისტესისხლათი. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, 1 ლ ქრისტესისხლას წვენს დაუმატეთ 100 გ 96%-იანი სპირტი, მოაყარეთ 1 ს.კ. მარილი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე.

  • მიირთვით წამალი დღეში ოთხჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე და დააყოლეთ თითო ყლუპი წყალი. დალიეთ 1 თვის განმავლობაში და შეისვენეთ 10 დღით და გაიმეორეთ კურსი. ასე სამჯერ. შეგიძლიათ, 1 დ.კ. წამალი დღესი ოთხჯერ, ჭამადე მიიღოთ. ამ შემთხვევაში, ქრისტესისხლას სპირტიან ნაყენს 15 დღის განმავლობაში სვამენ, შემდეგ 5 დღით ისვენებენ და იმეორებენ კურსს, ასე 3-4-ჯერ. ასთმა სრულად იკურნება. ქრისტესისხლას ასეთი მიღება ჰიპერტონიასაც კურნავს.

გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ როგორ მოამზადოთ ქრისტესისხლას წვენი სწორად და რა უკუჩვენებები ახასიათებს მას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები