თქვენი ოთახის ბინადარი ნემსიწვერა სააფთიაქო პრეპარატებს მარტივად ჩაანაცვლებს.

Загрузка...

ოთახის მცენარე, ნემსიწვერა შეიძლება ყოველ მეორე სახლში იპოვოთ. ეს ყვავილი არა მხოლოდ სახლის ინტერიერს ალამაზებს, არამედ შესანიშნავ სამკურნალო თვისებებსაც ფლობს.
  • წნევის დასარეგულირებლად ჰიპერტონიის დროს. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მიწის ზედა მცენარის ნაწილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 8 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე დაიყვანეთ და ჭამამდე თანაბარი პორციებით დღის განმავლობაში დალიეთ. ასევე წნევა დარეგულირდება, თუ მაჯაზე, პულსის ადგილას ნემსიწვერას ფოთოლს დაიდებთ.

  • დაღლილობის და თავის ტკივილის მოშორებას, ნერვების დამშვიდებას და უძილობის გაქრობას ნემსიწვერას სასიამოვნო სუნით შეძლებთ. სწორედ ამიტომ მცენარე საძინებელ ოთახში დადგით და მისი არომატი ისუნთქეთ.

  • უძილობა რომ დაამარცხოთ, 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და ნაყენს 1 ს/კ ალოეს წვენი და თაფლი დაუმატეთ. 50 მლ ნარევი დღეში 4-ჯერ დალიეთ. ბოლო დოზა დაძინებამდე 1 საათით ადრე უნდა დალიოთ.

  • თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, ნემსიწვერას ფოთლების ფაფა ან ახალ დაწურული მცენარის წვენი საფეთქლებზე, მაჯასა და შუბლზე წაისვით.

  • აბსცესები შეხორცდება, თუ გარეცხილ ნემსიწვერას ფოთოლს 3 საათით დაიდებთ და ბინტით შეიხვევთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

  • დიარეას დროს 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათში გადაწურეთ და 50 მლ ნაყენი დღეში 3-5-ჯერ დალიეთ.

გააგრძელეთ კითხვა

მკითხველთა შთაბეჭდილებები