ექსპერტი ვარაუდობს, რომ ქართველ „კანონიერ ქურდს“ თურქეთში მოკლავენ

Загрузка...

კრიმინალური სფეროს ექსპერტი, რუსი ჟურნალისტი ვიქტორია გეფტერი Lenta.ru-თან საუბრისას ვარაუდობს, რომ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გურამ ჩიხლაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კვეჟოვიჩის“ სახელით იცნობენ, თურქეთში მოკლავენ.

ჩიხლაძე გავლენიან აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდ“ ნადირ სალიფოვთან (ლოტი გული) მწვავე დაპირისპირებაშია. გეფტერის თქმით კი, თურქეთის პოლიცია სალიფოვის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა და მას სხვებისგან განსხვავებით, აქტიურად მფარველობენ.

სწორედ თურქეთის პოლიციამ აღკვეთა სალფოვზე დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმა. შედეგად, დააკავეს გურამ ჩიხლაძე და მისი არაერთი თანამოაზრე, მათ შორის 4 ქართველი.

„ჩანს, რომ თურქეთის პოლიცია თანაუგრძნობს გულის და პატივს სცემს მას, როგორც პიროვნებას, თუმცა დანაშაულის თავიდან აცილება მათი პირდაპირი მოვალეობაა, რაც გააკეთეს კიდევ გურამის დაპატიმრებით...

ნადირ სალიფოვის წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ მათ არცერთი ქურდი ღიად არ დაუჭერს მხარს. გურამს ძალიან გაუმართლა, რომ პოლიცია უფრო ადრე დაადგა მის კვალს, ვიდრე გულის ხალხი. სავარაუდოდ, თურქეთში ის დიდხანს არ დარჩება და დეპორტირებული იქნება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი ჩიხლაძისთვის, რადგან ასე უფრო უსაფრთხოდ დარჩება“, - ამბობს გეფტერი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები