ბათუმის მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად, კრუასანების საჭმელად წავიდა - აქცია ბათუმის მერიასთან

Загрузка...

მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებმა დღეს ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი მერიასთან კრუასანებით მივიდნენ. - ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა ტვ“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბათუმის მერი დაქალებთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა.

„ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოს იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება“- განაცხადა ალტერნატივას წევრმა.

ბათუმის მერი და დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან. ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მის სანახავად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები