“სამი თვის შვილს თავში და სახეში ურტყავს” – შემზარავი კადრები ქუთაისის ინფექციური სავადმყოფოდან


სოციალურ ქსელში შემზარავი კადრები გავრცელდა სადაც ჩანს დედა, რომელიც სამი თვის შვილზე ფიზიკურად ძალადობს.
ვიდეო ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოშია გადაღებული.
სამი თვის ბავშვს, რომელსაც სიცხე და ყურის ანთება აქვს დედა ფიზიკურად უსწორდება. ურტყავს რამდენჯერმე, მათ შორის თავში და სახეში. ძალადობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა-შვილ­მა კლი­ნი­კა ორი დღის წინ ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა. კლი­ნი­კა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ეს პი­რე­ბი ნამ­დვი­ლად იყ­ვნენ მათ­თან სამ­კურ­ნა­ლოდ და მას შემ­დეგ, რაც დე­დამ გა­ი­გო, რომ კლი­ნი­კა სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­მარ­თვას აპი­რებ­და, კლი­ნი­კა და­ტო­ვა.
დედა-შვი­ლი იმე­რე­თის ერთ-ერთი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცხოვ­რო­ბენ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები