ირაკლი ჩიქოვანი: ხვალიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკრძალება


“მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან შემდეგი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკრძალება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

“მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე, 18 მარტის 00;00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. პრემიერმინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და ეს შეზღუდვა რუსეთთან მიმართებით დღეიდან უკვე ძალაშია”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები