ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ, რატომ არ ემართებათ კორონავირუსი... - თენგიზ ცერცვაძე


შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე “ტვ პირველის” ეთერში, ბავშვებში ორონავირუსის გავრცელებაზე საუბრობს.

თენგიზ ცერცვაძის აცხადებს, რომ კარგახანს ითვლებოდა, რომ ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან. თუმცა თუ ავადდებიან, სიკვდილიანობა მათ შორის ძალიან დაბალია.

“ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ რატომ არ ემართებათ კორონავირუსი, მაშინ როცა სხვა რესპირაციული დაავადებები იგივე სეზონური და ღორის გრიპი ბავშვებს უფრო აზიანებდა ვიდრე ხანდაზმულებს.

ვარაუდობენ, რომ ბავშვებში რომელიღაც სხვა აცრა, მაგალითად წითურის აცრა იძლეოდეს პარალელურ ეფექტს. ეს ერთ-ერთი არა დამტკიცებული ვარაუდია“ – ამბობს ცერცვაძე.

„საქართველოში 33 ინფიცირებულია და 4 არასრულწლოვანი. ეს არც ისე ცოტაა. მათთან მიდის დაავადება მსუბუქად მაგრამ უსიმპტომოდ არა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები