კარგი სიახლე! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის დროს მისაღები პრეპარატები დაასახელა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა, 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე, დაასახელა კორონავირუსის დროს შესაძლო გამოსაყენებელი პრეპარატი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსით დასნებოვნებულ მოქალაქეებს აფრთხილებს იბუპროფენის და მისი შემცველი პრეპარატების გამოყენების საშიშროებასთან დაკავშირებით. ლინდმაიერის თქმით, მიმდინარეობს კვლევები იბუპროფენის მიღებისას, ვირუსით გამოწვეული პნევმონიით განპირობებული სიკვდილიანობის რისკსთან დაკავშირებით. არასაკმარისი მონაცემების გამო, სპეციალისტები პარაცეტამოლის მიღების რეკომენდაციას იძლევიან. ამავდროულად თუ იბუპროფენი სამედიცინო ჩვენებითაა დანიშნული, მისი მიღება არ უნდა შეწყდეს.

ჩინეთის ხელსუფლებამ განაცხადა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის თაობაზე, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, აჩვენა თავისი ეფექტურობა. ასევე აღინიშნა, რომ ქლოროქინ
ფოსფატმა, წამალმა, რომელიც ათწლეულებია გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ, უკვე აჩვენა თავისი ეფექტურობა კორონავირუსის მკურნალობაში.

უკანასკნელი მონაცემებით, ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია იტალიაში (30 ათასზე მეტი), ესპანეთში (11 ათასზე მეტი), გერმანიაში (9 ათასზე მეტი), საფრანგეთი

(თითქმის 8 ათასი) და შვეიცარია (თითქმის 3 ათასი). კორონავირუსით დაიფინცირებულთა საერთო რიცხვი 200 ათასს მიუახლოვდა. 7900 ადამიანი გარდაიცვალა, 81 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები