გაიცანით ქართველი ექიმი ბოქსირებული განყოფილებიდან


სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ფოტო, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს.
მრავალსაათიანი მუშაობის შემდეგ ინფექციონისტის სახეზე პირბადის კვალი ადვილად შესამჩნევია.
გაიცანით ქართველი ექიმი ბოქსირებული განყოფილებიდან
„ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული“, – წერს სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ბერიძე.


„პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული…. ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით… კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება…

p.s არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო… ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან“….

მკითხველთა შთაბეჭდილებები