ხერხემლის არეში მწვავე ტკივილი გაწუხებთ? ოპერაციის გაკეთება არ იჩქაროთ


ვიაჩესლავ გარაჯა-პეტროვსკი მანუალური თერაპევტი, უკრაინის სერტიფიცირებული ექიმი, ხალხური მკურნალი, ეკოლოგიურ და სამედიცინო აკადემიის წევრია, რომელმაც ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციებით ასობით ადამიანი გადაარჩინა. ახალგაზრდობის წლებში ხერხემალი თავად აწუხებდა. სიმძიმის არასწორად აღების შემდეგ ტკივილი დღე და ღამე ძლიერდებოდა. საავადმყოფოში სამკურნალოდ წავიდა, მაგრამ მისი დახმარება ვერავინ შეძლო - წელის არეში შერეული დისკი თავის ადგილზე ვერ დააბრუნეს. მაშინ ავადმყოფ ექიმს გამჭიმავი მოწყობილობის შექმნის იდეა გაუჩნდა, რომელიც დისკის თავის ადგილზე დაბრუნებაში დაეხმარებოდა. მოწყობილობა ააწყო, საკუთარ თავზე გამოსცადა და სასწაული მოხდა: ტკივილი, რომელიც წლები აწუხებდა, გაქრა. მაშინ გაიფიქრა: თუ საკუთარ თავს დაეხმარა, სხვებს რატომ არ უნდა დაეხმაროს?

სპეციალისტმა ხერხემლის გასაჭიმი აპარატი „ჰარპეტი“ დააპატენტა და კლინიკური კვლევები წარმატებით ჩაატარა. წლების განმავლობაში ამ აპარატის დახმარებით ასობით პაციენტი განკურნა. განსაკუთრებით დაეხმარა მათ, ვისაც ხალხურმა მეთოდებმა ვერ უშველა, ამასთან მედიკამენტების და ქირურგიული ჩარევის გარეშე. მისი მეთოდი ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, ქრონიკული თავის ტკივილის, მალთა შუა თიაქრის, სქოლიოზის და კიფოზის დროს დაგეხმარებათ. საკუთარი გამოცდილების შესახებ ექიმმა ოთხი წიგნი დაწერა.

ვიაჩესლავი მკურნალობის მეთოდის და მითითებული პათოლოგიების სპეციფიკის შესახებ საუბრობს.

რა ვიცით ხერხემლის შესახებ?

ჩვენ ამა თუ იმ საგნის უცოდინრობით ხშირად ვიტანჯებით. ზოგჯერ ექიმებიც ცდებიან, რომლებმაც ვერ გაითვალისწინეს, რომ მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ხერხემლიდან შორსაა, სწორედ მას უკავშირდება. სწორედ ამიტომ მცდარ დიაგნოზს სვამენ. პაციენტს მკურნალობენ, მაგრამ დადებითი შედეგი არ დგება. ზოგჯერ არ ითვალისწინებენ, რომ დაავადების ძირეული მიზეზი, მაგალითად კუჭის არეში დაავადებების მიზეზი ხერხემალში იმალება, რადგან თითოეული მალა ამა თუ იმ ორგანოზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, გულმკერდის არეში მე-2 მალის გადაადგილება გულის მუშაობის დარღვევას, მე-6 მალის გადაადგილება კუჭის პრობლემებს, ხოლო მე-4 მალის კი - კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებზე იწვევს. ერთი სიტყვით, ხერხემლის მნიშვნელობის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.

ჩემს ერთ-ერთ წიგნში ამის საფუძვლებზე ვწერ. წარმოსახვისთვის, ადამიანის ხერხემალს გემის ფსკერს ვადარებ, რომელიც წლების განმავლობაში ნიჟარებს და წყალმცენარეებს ამუშავებს, რაც მოძრაობას აფერხებს. ამის მსგავსად, ჩვენი ხერხემალიც ბინძურდება და მაგრდება, მასში ჩნდება მარილების გროვა, ტრავმების შემდეგ სიმაგრე და ა.შ.როგორც გემის ფსკერს თანამშრომლები წმენდენ, ასე მუშაობს ჩემი მეთოდიც. ის ხერხემალზე მანიპულაციით ოსტეოქონდროზის სტრუქტურის განადგურებისკენაა მიმართული.

პაციენტის მკურნალობამდე მტკივნეულ ადგილს კარგად ვაკვირდები, რომ დიაგნოზი ზუსტად დავსვა. ხერხემლის კუდუსუნის ნაწილში შეიძლება დიდი ოსტეოფიტები და ფლეგმონები იყოს, რომლებიც ნერვებს აწვებიან და თიაქრის იმიტაციას იწვევენ.

მე შევიმუშავე და დავაპატენტე სხვადასხვა მოდიფიკაციის „ჰარპეტის“ სამი სტაციონარული აპარატი და ერთი საყოფაცხოვრებო, რომლის გამოყენება დამოუკიდებლად შეგიძლიათ. სტაციონარულ აპარატზე კისრის ნაწილის სამკურნალოდ გლისონის მარყუჟებია გათვალისწინებული.

სამედიცინო აპარატი „ჰარპეტი“ ჰორიზონტალური ღერძია გასაჭიმი მოწყობილობით და კიბით, რომლითაც პაციენტი იჭიმება და ხერხემლის დაჭიმვის ძალას არეგულირებს. ამით რა მიიღწევა? მალთა შუა დისკებს შორის სიმაღლე იზრდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ნერვული კავშირები თავისუფლდება და ოსტეოქონდროზის სტრუქტურა ნადგურდება. რეგულარული შესრულების პირობით პაციენტი სრულად ჯანმრთელი ხდება.

სტაციონარული მოწყობილობით მკურნალობის დროს სამკურნალო საშუალებების გამოყენებას ვაუქმებ, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი მას ვეღარ აღიქვამს. შემჩნეულია, რომ მკურნალობის დაწყებიდან უკვე მეორე დღეს ტკივილი რეგულირდება, არ იზრდება და პაციენტი მის გადატანას წამლის მიღების გარეშე ახერხებს. ამასთან ძილი რეგულირდება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებით მკურნალობის შემდგომ მეთოდზე გადაწყვეტილებას ვიღებ.

გართულებული უსიამოვნების დროს პაციენტს გამოსაჯანმრთელებლად უფრო მეტი მოთმინება, დრო და გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, პაციენტი ხშირად არაადეკვატურ მდგომარეობაში, ის ფსიქოლოგიურად იმდენად გატეხილია, რომ არაფრის სჯერა. და მაინც, მკურნალობის მეექვსე დღეს გამოჯანმრთელება დგება.

მე შევძელი ხერხემლის სამკურნალო მექანიზმის პოვნა, რომელიც გარკვეული მანიპულაციით გარანტირებულია თიაქრის და პროფრუზიის გასასწორებლად. მკურნალობას კარგად ექვემდებარება ისეთი დაავადებები, როგორიცაა 12 მმ-მდე თიაქარი, შმორლას თიაქარი, პროფუზია, დისკების შერევა, გულის ტკივილი, სქოლიოზი, კოფიზი, ლორდოზი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ზოგიერთი სახის ქერქის დამბლა, ბეჰტერევის დაავადება საწყის სტადიაზე. ყოველდღიური გადატვირთვის დროს პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ მალთაშუა დისკის სიმაღლე აღადგინოთ და გაზარდოთ, ასევე ადამიანის სიმაღლე გაზარდოთ.

ხშირად მეკითხებიან: დაავადება კვლავ ხომ არ დაბრუნდება? ჩემს მრავალწლიანი პრაქტიკაში ასეთი რამ არ მომხდარა.

ბოლოს ვიტყვი, რომ ყოფილი პაციენტებიდან უამრავ წერილს ვიღებ. ხალხი მკურნალობის გამო მადლობას მეუბნებიან. ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან ვაცნობიერებ, რომ ძიებაში, აპარატის აწყობასა და მეთოდის სრულყოფილებაში დახარჯულ წლებს ტყუილად არ ჩაუვლია. ამასთან სამწუხაროა, რომ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც უკრაინაა და სადაც მრავალი მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს მხოლოდ ერთი ექიმი და გასაჭიმი მოწყობილობის ერთი ნაკრები არსებობს. ის ბევრი უნდა იყოს და აპარატით არამედიკამენტური, არაქირურგიული მკურნალობა უფრო ფართოდ გამოყენებულ უნდა იქნას. ხერხემლის პათოლოგია ხომ ბევრ ადამიანს აწუხებს და დროთა განმავლობაში მათი რიცხვი იზრდება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები