20 წლის მარიამ კალომლეწავი გუშინ ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა


სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის მარიამ კალომლეწავის საქართველოში გადმოსასვენებლად მთავრობის თანადგომაა საჭირო.

"გთხოვთ ყველამ გაავრცელოთ.

სასწრაფოთ გვჭირდება მთავრობის თანადგომა გარდაცვლილი 20 წლის მარიამ კალომლეწავის გადასასვენებლად საქართველოში.

მარიამი დღეს დილით, 27 მარტს გარდაიცვალა ნიუ იორკის ჰოსპიტალში. კორონა ვირუსის გამო ფრენები არ ხორციელდება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ ენით აღუწერელ მდგომარეობას. დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს ნიუ იორკში და პასუხი შეიძლება არ იყოს აპრილის 2-3 რიცხვამდე.

გთხოვთ, იქნებ ეს ამბავი მთავრობის ყურამდეც მივიდეს და კიდევ ერთი სასიკეთო საქმე გააკეთონ. წინასწარ მადლობა ყველას."- წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო: itar.ge

მკითხველთა შთაბეჭდილებები