ფაქტობრივად ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს - პრემიერი


ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მთელ ქვეყანაში სანგაგებო მდგომარეობის პირობებს ამკაცრებს. „ცხადდება, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი“, – აცხადებს გიორგი გახარია.

აღნიშნული ღონისძიება ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება.

სრულად იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო. როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით გაადგილება, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა. გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.

იკრძალება 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, ან სამედიცინო დაწესებულებაში.

სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს მდგომარეობის სიმძიმე გათვითცნობიერებული – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები