ენერგოომბუდსმენი: დენზე საშეღავათო თანხა 35-37 ლარია, გაზზე დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, ხოლო რეგიონებში 115 ლარამდე


ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განმარტა, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება თანხობრივად რა ოდენობის საფასურს ეხება.

მისი თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, 200 კილოვატ საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 35 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, რეგიონებში კი, დაახლოებით 115 ლარამდე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები