როგორ მინდა ეზუგბაიას მივვარდე და ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო


მომღერალმა ნინა სუბლატმა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მაკიაჟის გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა:

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ხოლმე ეზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ... რა საქციელია ეს ქალბატონო," - დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილმა სუბლატი გააკრიტიკა, მომღერალმა კომენტარებში დაწერა, რომ ეს მისგან "უწყინარი ხუმრობაა" და ხალხს გაგებისკენ მოუწოდა.

წყარო: presa.ge/

მკითხველთა შთაბეჭდილებები