შვილის დაუდევრობის გამო დედა რეანიმაციაში წევს და კვდება


თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორის თქმით, მათ ჰყავთ კლინიკაში პაციენტი, რომლის ახალგაზრდა წევრის დაუდევრობის გამო, ის რეანიმაციაში კვდება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სპეცპროექტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისაუბრა.

„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში.

ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდნეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები.“- განაცხადა ლევან რატიანმა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები