წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს


ანგელოზ ეკატერინეს დღეს წელიწადში ხუთჯერ აღვნიშნავთ: 5 და 17 თებერვალს, 20 მარტს, 7 და 17 დეკემბერს. თუმცა, წმინდა დიდმოწამე ეკატერინე ალექსანდრიელის დღესასწაული, რომელსაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო 7 დეკემბერს აღნიშნავს, ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანია.

ანგელოზ ეკატერინეს დღე
გადმოცემის თანახმად, ეკატერინე ალექსანდრიელი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, 25 ნოემბერს დაიბადა. მას დოროთეა დაარქვეს. გოგონა უჩვეულო სილამაზითა და სიბრძნით გამოირჩეოდა, ერთხელაც, მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მას გაჰყვებოდა, ვინც ამ თვისებებით აჯობებდა.

გოგონას დედამ, რომელიც მალულად ემსახურებოდა ქრისტიანობას, ქალიშვილი მოძღვართან მიიყვანა, რჩევის საკითხავად. "ვიცი ერთი ულამაზესი ყმაწვილი, რომელიც გჯობს." - უთხრა მოხუცმა და გოგონა მონათლა, ნათლობის სახელად კატერინა შეურჩია, რაც ბერძნულად "სისუფთავეს" ნიშნავს.


წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს

მალევე, კატერინას ხილვა ჰქონდა: იგი ცად ამაღლდა და იესო ქრისტესა და ქალწულ მარიამის წინაშე წარდგა. იესომ მას თავისი ბეჭედი მისცა და საცოლე უწოდა. გაღვიძებისას, ეს ბეჭედი სასწაულებრივად აღმოჩნდა ეკატერინეს ხელზე.

წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს

წარმართები, რომელთა აზრსაც ეკატერინე ყოველთვის უარყოფდა, მისგან ქრისტიანობის უარყოფას მოითხოვდნენ. მან უარი თქვა, რისთვისაც ბორბალზე აწამეს. ეკატერინე გარდაიცვალა 304 წელს. წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სხეული ანგელოზებმა სინაის მთაზე გადაიტანეს.

წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს

მას შემდეგ, მას პატივს მიაგებს ეკლესია და მორწმუნე ადამიანები. წმინდანის უხრწნელი ნაწილები კი დღემდე სინაის მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტრის მთავარი ტაძრის საკურთხეველთან, საფლავში განისვენებს.

ტრადიციები წმინდა ეკატერინეს დღეს
ჩვეულებრივ, ეკატერინეს დღეს (24 ნოემბერი/7 დეკემბერი ახალი წესით), რუსეთში თოვლი მოდიოდა და იწყებოდა ციგებით ხმაურიანი სრიალი. ყველა ციგა, რომელიც დაბაში მოიპოვებოდა, ამ დღეს აუცილებლად სრიალებდა მთიდან. ამიტომაც ეწოდება რუსულად დღესასწაულს "მოციგურავე ეკატერინეს დღე".

წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს

წმინდ ეკატერინეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ქალბატონები, რამდენადაც იგი პატარძლების, მშობიარე და ორსული ქალების მფარველად ითვლება. ეკატერინეს დღის საღამო მკითხაობის დრო იყო - ყველა გოგოს სურდა გაეგო, ელოდებოდა თუ არა იმ წელს დაქორწინება.

საფრანგეთში კი წმინდანი დღემდე 25 წელს აცილებული უქმრო გოგონების მფარველად ითვლება. ასეთ გოგონებს იქ Catherinette (პატარა კატერინებს) უწოდებენ. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ წმინდანს მიმართავს ახალგაზრდა კეტი ფილმში "დარტანიანი და სამი მუშკეტერი" თხოვნით, დაქორწინდეს სამეფო კარის წარმომადგენელზე.

წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს

თუმცა, თანამედროვე ფრანგი ქალბატონები მხოლოდ თხოვნების იმედზე არ არიან. წმინდა კატერინას დღეს, ისინი ტრადიციულად გადიან ქუჩებში, საუკეთესო ტანსაცმელსა და ყველაზე უჩვეულო ქუდებში გამოწყობილი, და დიდი მხიარულებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.

მაგალითად, პარიზში ლამაზმანების პროცესია წმინდანის ქანდაკებისკენ, პეტი-კაროს ქუჩისკენ მიემართება. იქ მათ ხვდებიან მეხანძრეები, რომლებიც შლაპების დედოფალს ირჩევენ. მრავალრიცხოვან მამაკაც მაყურებელს კი აქვს შანსი, იხილოს ლამაზმანები აღლუმის დროს და, იქნებ, მეორე ნახევარიც იპოვოს.

რისი გაკეთება არ შეიძლება წმინდა ეკატერინეს დღეს
გადმოცემის თანახმად, აუცილებლად უნდა დაინთოს 3 სანთელი, თორემ გოგონას მშობიარობა შეიძლება შეწყდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ცრურწმენაა, რომელსაც საფუძველი შორეულ წარსულში ჩაეყარა.

წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს
  • არ შეიძლება ფიზიკური მუშაობა, გარემონტება, კერვა და შენება. ეს განსაკუთრებით ფეხმძიმეებს ეხებათ. თუ წესებს დაიცავთ, ეკატერინე მშობიარობას გაგიმარტივებთ.
  • დიდმოწამე ეკატერინეს დღე საშობაო მარხვას ემთხვევა. ამიტომ, ამ დღეს არ შეიძლება ხმაურიანი აღნიშვნა, ბევრის ჭამა და ალკოჰოლის მიღება. სუფრაზე მხოლოდ სამარხვო კერძებია დასაშვები


ლოცვა ეკატერინეს მიმართ

"ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან,სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმან და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყლულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცა ჩვენთვის გამოითხოვე ღვთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცთურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვექებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!"


წმინდა ეკატერინეს დღე: რატომ აღნიშნავენ საფრანგეთში ქუდების ფესტივალს ამ დღეს

თქვენ რას აკეთებთ ამ დღეს?

მკითხველთა შთაბეჭდილებები