რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან


ბოლო წლებში ჩინეთზე სულ უფრო მეტს საუბრობენ, თან სხვადასხვა მიზეზით. ბევრისთვის უცნობია, თუ როგორია სინამდვილეში თანამედროვე ცხოვრება ჩინეთში. ჩვენი თანამოქალაქეებიც კი, რომლებიც უკვე წლებია ციურ იმპერიაში ცხოვრობენ, ადგილობრივების ჩვევებით დღემდე გაკვირვებული არიან.

დღეს „OXO TV“ გიამბობთ რამდენიმე საინტერესო რამეს, რაც ჩინეთში ნორმად ითვლება, მაგრამ გამოცდილ მოგზაურებსაც აოცებს.

რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

თანამედროვე ცხოვრება ჩინეთში
  1. აქ გიჟდებიან, როცა სუფრაზე ბევრი რამ დევს. ადგილობრივები მსუნაგობას იმით ხსნიან, რომ ადრე ქვეყანაში სიღარიბე სუფევდა. ბოლო დროს ქვეყნის ეკონომიკურმა წარმატებამ ბევრ ჩინელს რაციონის გამრავალფეროვნების საშუალება მისცა. გარდა ამისა, თეფშზე ბევრის დადება უყვართ, რომ ნამდვილად ეყოთ.

    ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ჩინეთი ნარჩენების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება. ხელისუფლებას „სუფთა თეფშების“ ტრადიციის შემუშავებაც მოუწია. საზოგადოებრივ კვების ობიექტებში გამოაქვეყნეს პლაკატები მოწოდებით, რომ ჭამის შემდეგ ნარჩენები არ დატოვონ. რესტორნებმა ულუფები შეამცირეს. სოციალურ ქსელებში გაუშვეს ფლეშმობი „ცარიელი თეფში“. მოკლედ, საკვების ნარჩენებს ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს.

    რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

  2. რაც შეეხება სასმელს, ჩინეთში ჩაი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც გვგონია. დიახ, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩაი მეტნაკლებად პოპულარულია. თუმცა სხვა რეგიონებში სასმელს სასარგებლოდ არ თვლიან და ხშირად უბრალოდ ადუღებულ წყალს სვამენ.

    მიიჩნევენ, რომ დიდი რაოდენობით მიღებული ჩაი მხოლოდ საზიანოა. თუ საღამოს, ცარიელ კუჭზე დალევთ, შეგიძლიათ კარგი ძილი საერთოდ დაივიწყოთ, რადგან ცხელი სასმელი კუჭის წვენის გამოყოფას ხელს უწყობს. სამაგიეროდ, ცხელ წყალს ყოველდღე სვამენ, ზაფხულშიც კი. თან თერმოსით ატარებენ. აი, ცივი წყალი არ უყვართ.

    რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

  3. დიდად არ გაგიხარდეთ, თუ ჩინელმა მეგობარი გიწოდათ. ჩინეთში სიტყვა „მეგობარს“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. მეგობარს ქუჩაში უცნობსაც უწოდებენ, ასე ბაზრობაზე მყიდველის ყურადღების მიქცევა შეუძლიათ. ასე მიმართავენ უცხოელს, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვონ.

    ნამდვილი მეგობარი რომ გახდეთ, უფრო დიდი დრო და ერთობლივი საქმეა საჭირო. ასეთი ახლო ადამიანისთვის უფრო თბილ მიმართვას „ძმას“, „დას“ ან „საუკეთესო მეგობარს“ იყენებენ. თან მეგობრობა იციან. ნამდვილ მეგობარს ნებისმიერ მომენტში დაეხმარებიან.

    რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

  4. ჩინეთში ყურების წმენდა ნამდვილი ხელოვნებაა. ეს პროცედურა ფეხის მასაჟთან და აბაზანასთან ერთად ნამდვილ ნეტარებად ითვლება. თუ ადრე ასეთი განცხრომა მხოლოდ რჩეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა ასეთი ნეტარების მიღება ნებისმიერს შეუძლია.

    სწორედ ამიტომ, მასაჟურ სალონებში მუშაობენ ყურის პროფესიონალი წმენდავები, რომლებიც ყურებს არა მხოლოდ რეცხავენ, არამედ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ამუშავებენ. ზოგჯერ მასაჟისთვის იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა ბუმბული. ოფიციალური მედიცინა მსგავსი საქმიანობის სარგებელს სკეპტიკურად უყურებს.

    რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

  5. ადგილობრივი ქალები მოხდენილ ფორმაში ყოფნაზე გიჟდებიან, თუმცა გემრიელ ფორმებზე უარის თქმაც არ სურთ. არის გამოსავალი? რა თქმა უნდა! მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ Push-up საცვლები მკერდისთვის, დუნდულებისა და თეძოებისთვის. ჩინელ ქალებს უყვართ განსხვავებულად ყოფნა: დღეს – გამხდარი, ხვალ – სპორტული.

    საინტერესოა, რომ უცხოელ ქალს მაღაზიაში დაუყონებლივ XL ზომა ტანსაცმელს სთავაზობენ. არ გაბრაზდეთ და ზედმეტი მადის გამო თავი არ გაკიცხოთ. საქმე იმაშია, რომ მაღალ მომხმარებელს ჩვეულებრივ დიდ ზომას სთავაზობენ, სიტუაციის შეფასების შემდეგ კონსულტანტი შესაფერისს ზომას შემოგთავაზებთ.

    რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

  6. საინტერესოა, როგორ სთხოვს ადგილობრივი მამაკაცი რჩეულ ქალს ცოლობას. ერთგულების და მარადიული სიყვარულის დაპირებას მხოლოდ ის იძლევა, ვისაც რეალური არაფერი აქვს. აი, ტიპიური ჩინელი კი ყველა კარტს შლის: რა არის მისი შემოსავალი, როგორი სახლი, ავტომობილი აქვს, რამდენი ფული არ ენანება მომავალი მეუღლისთვის და რას გეგმავს შვილების შესახებ.

    პატარძლის გამოსყიდვის ტრადიციაც არსებობს, თან არა მხოლოდ სოფლებში. პოტენციურ საქმროს (და მის ნათესავებს) შეიძლება სოლიდური თანხა დაუწესონ. ზოგჯერ, გამოსასყიდ თანხაზე სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ვერ შეთანხმდებიან, ქორწილი ჩაიშლება. ასე ქალი, რომელიც ჩინელების აზრით კვლავ დაუცველ არსებად ითვლება, შეიძლება მომავალი ფინანსური პრობლემისგან უზრუნველყოფილი იყოს. არ გსურთ ან არ შეგიძლიათ გადახდა – არ გაგატანთ!

საინტერესოა ისიც, რომ ოჯახური ჩხუბის შემდეგ პირველად ბოდიშს მამაკაცი ცოლის მშობლებს უხდის. როცა გოგონა ცოლად მოიყვანა, მას დაჰპირდა სიყვარულს, დაცვას და ბედნიერებას. წესის დარღვევის შემთხვევაში ბოდიში უნდა მოიხადოს. ზოგჯერ, ცოლი დაუდევარ ქმარს შეიძლება არ დაუბრუნონ.

რატომ სვამენ ჩინელები ცხელ წყალს ჩაის ნაცვლად ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩინელებისგან

როგორც ხედავთ, ჩინეთის თანამედროვე ცხოვრება ისტორიული სულისკვეთებით გამსჭვალულია. ქვეყანა წინ მიიწევს, მაგრამ ტრადიციები ახსოვთ და პატივს სცემენ. გასაკვირი არაა, რომ ტურისტებს ჩინეთის მონახულება აინტერესებთ და კვლავ და კვლავ დაბრუნება სურთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები