ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ


უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ კორონავირუსის ახალი სახეობა გაიცნო. ალბათ, ცოტას თუ შეეძლო იმის წარმოდგენა, თუ რა შედეგებს გამოიღებდა ეს მოვლენა და ცხოვრების როგორ სტილამდე მიგვიყვანდა. თუმცა, საინტერესოა, რომ მილიარდერმა ბილ გეითსმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველა მოვლენათა მსგავსი განვითარება. შესაბამისად, საინტერესო იქნება მისი აზრის მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ და შევძლებთ თუ არა ცხოვრების გაგრძელებას ისე, როგორც მანამდე.

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ

სამყარო პანდემიის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ბილ გეითსმა უარი თქვა Microsoft-ის კორპორაციის მმართველობაზე, მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდა. ამიტომ, უფრო აქტიურად დაკავდა ქველმოქმედებით, აგრეთვე, ინტერვიუების გაცემით. ერთ-ერთ თავის გამოსვლაში, 2015 წელს, მან იწინასწარმეტყველა, რომ სამყარო კიდევ ერთხელ წააწყდება პანდემიას. როგორც ვხედავთ, მართალი ბრძანა.

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ

სულ რამდენიმე დღის წინ კი მედიასთან არამხოლოდ ვაქცინაზე მუშაობის პერსპექტივებზე ისაუბრა, არამედ მომავალში გახედვაც სცადა. მისი მხრიდან ერთ-ერთი ხმამაღალი განაცხადი კი ის იყო, რომ კორონავირუსი ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ ვერ გაქრება, ესე იგი, დროდადრო სამყაროში დაავადების აფეთქება მოხდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვაქცინა თითოეულ რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი.

ლეგენდარულმა მრეწველმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რამდენად მარტივად შევძელით ვირტუალურ სივრცეზე მორგება. თანაც, საქმე არამხოლოდ დისტანციურ სამსახურს ეხება. ამერიკელმა ივარაუდა, რომ მალე შევძლებთ, დისტანციურად დავესწროთ ლექციებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ონლაინ-ფორმატში გავიაროთ კონსულტაცია ექიმებთან. ეს კი არა გამონაკლისად, არამედ ნორმად იქცევა.

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ

კავშირის საშუალებების განვითარება

საკონტაქტო ტექნოლოგებიც მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო თვეების განმავლობაში. მომხმარებლები, რომლებიც აუცილებლობის წინაშე დადგნენ, ამ შესაძლებლობებს უკვე უფრო ხარისხიანად იყენებენ. ბილ გეითსის თქმით, ეს ყველაფერი სწრაფი ტემპით განვითარდება.

მისი ვარაუდით, პანდემია საცხოვრებლისადმი მოთხოვნილებებსაც კი შეცვლის. დისტანციური სამსახურის შემთხვევაში ხომ, ადამიანები აღარ შეიძენენ საცხოვრებელს ოფისთან ახლოს. შედეგად, ბევრი ადამიანი დატოვებს ქალაქის ცენტრებს და უფრო მშვიდ, წყნარ რაიონებში გადავლენ. ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ მოსცილდება ქალაქის ზუზუნს და სოფელში გადავა საცხოვრებლად.

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ

"ოფისზე მიჯაჭვული რომ არ იქნებით, დიდი ალბათობით, გადაიფიქრებთ ძვირ და ხმაურიან რაიონში ცხოვრებას და მოისურვებთ, მაგალითად, საკუთარ ქალაქგარე სახლში ან პატარა ქალაქში დასახლებას." - მსჯელობს მილიარდერი.


რა მოუვა ოფისებს? გეითსი დარწმუნებულია, რომ მსგავს შენობებზე მოთხოვნა შემცირდება, რამდენადაც ისინი ნაკლებ კომპანიას დასჭირდება. ეს ფასებზეც აისახება. სავსებით შესაძლებელია, რომ რამდენიმე ფირმა გაერთიანდეს და დაიქირავოს ერთი ოფისი, ოღონდ სხვადასხვა დროს, რიგ-რიგობით გამოიყენოს.

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ

ბილ გეითსი, აგრეთვე, დარწმუნებულია იმაშიც, რომ პანდემიამ ბევრი რამ ასწავლა კაცობრიობას. შედეგად, მომავალ განსაცდელს (მაგალითად, ახალ პანდემიას) უფრო მომზადებული შევხვდებით და ნაკლებს ვიზარალებთ. ადამიანი უკვე ნებისმიერ საფრთხესთან შეძლებს ეფექტურად გამკლავებას.

"ჩვენი ტესტირების ინსტრუმენტები სულ უფრო სრულყოფილი ხდება. უკვე აღარ ვიქნებით ისეთი სულელები, როცა მაშინ, პანდემიასთან პირველად რომ გვქონდა შეხება." - განაცხადა გეითსმა.


ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ

ჩემი აზრით, გეითსი მართალია. პანდემიის შემდეგ, სამყარო მართლა შეიცვლება. თქვენ როგორ ხედავთ მომავალს? როგორ ფიქრობთ, ამდენად შეიცვლება სამყარო? თუ ცვლილებები მინიმალური იქნება?

მკითხველთა შთაბეჭდილებები